“ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე,” – ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და დასძინა, რომ ის “ამ მდგომარეობაში მამუკა ხაზარაძის გამოა”.
ეს განცხადება ბრალდებულმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სურს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.
ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით.
“ჩემი მეგობრები და ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ,” – განაცხადა შალვა აბულაძემ.