ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს. გარდა ამისა, ნიგალიძეს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ნიგალიძე ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა და ხშირად გადიოდა ტუალეტში, რაზეც პეტროსიანმა მსაჯებს უთხრა და მეტოქისთვის თვალის დევნება სთხოვა.
ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა.
ნიგალიძე ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ კი ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სახელით იყო შესული და ასევე, მის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.