საქართველოს პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 57 მსჯავრდებული სრულად იქნა შეწყალებული და ეს პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
რაც შეეხება 21 მსჯავრდებულს, მათი სასჯელი სხვადასხვა ზომით იქნა შემცირებული.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ 460 საქმე განიხილა და საკმაო ფართო სპექტრია დანაშაულებისა, რომელთა ჩამდენებიც დღეს შეწყალებულნი არიან, მათ შორის ერთი განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც სასჯელი გაუნახევრდა.