სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. მას ჭრილობაზე 13 ნაკერი ადევს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობილი გახდა, რომ ნაკანმა თვითდაზიანება გუშინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის მიიყენა. ერთჯერადი საპარსით ვენები გადაიჭრა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, დეტალები უცნობია. დაკავებული ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
როგორც ნაკანის ადვოკატი აცხადებს, კახაბერ ნაკანს თავი უკანონო პატიმრად მიაჩნია.
კახაბერ ნაკანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის, 7 სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს.