გპირდებით, დაისჯებიან ის პირები, რომლებიც პანკისელ ბავშვებს აქეზებენ, რომ სირიაში წავიდნენ, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, შესაბამისი პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. “პანკისთან მიმართებაში ახალი არაფერია. ვმუშაობთ. არ მინდა, წინასწარ დავაანონსო რაიმე ინფორმაცია. გამოძიება მიმდინარეობს. მე გპირდებით, რომ დაისჯებიან ის პიროვნებები, ვინც ხელს უწყობენ და აქეზებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ წავიდნებნ სირიაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა”, – განაცხადა გომელაურმა. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მოხერხდა გამოძიების ფარგლებში აღნიშნული პირების დადგენა, შს მინისტრის განმარტებით, “გამოძიება მიმდინარეობს და ამის გამო არ დაკონკრეტდება”.