ბრიუსელში დღეს, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს კონფერენცია “საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში” გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა და EUღOჩHAMBღEშ-ის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც კერძო სექტორის, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წამომადგენლები.
Discussion about this post