სებ-ის ცნობითმარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 159.2 მლნ ლარით ანუ 2.2 პროცენტით, რაც მთლიანად კურსის ცვლილებით არის გამოწვეული; მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდამ 4.8 მლნ ლარი ანუ 0.1 პროცენტი შეადგინა, აქედან კურსის ცვლილებამ მისი 1.4 პროცენტით ზრდა განაპირობა, ხოლო ოპერაციები 1.3 პროცენტით შემცირდა.
ეროვნული ბანკისვე განცხადებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 35.30 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ლარიზაცია 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 5.1 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.