დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მარშრუტებზე სამუშაო დროის ხანგრძლივობა გაიზარდა, საღამოს საათებში დაემატა რეისები, ასევე შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები.
მოქალაქეების სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავდა და ცვლილებები შევიდა მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში.
ცვლილებები შეეხო სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდი ლილოს, ორხევის დასახლებას, სოფელ ნასაგურს, სოფელ წინუბნის, ლოჭინი-ლილოს დასახლებას და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე მომუშავე მარშრუტებს.
მოსახლეობის ინფორმირებისთვის, სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში გაიკვრება.