დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით გაიმართება ეკონომიკური ფორუმი – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“.
როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზაცია მოქალაქედან აცნობეს, ფორუმს ორგანიზაციების – „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“, დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელი. ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებსაც „საზოგადოება 2030“-ის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგენენ. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშველოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.
Discussion about this post