უფალმა სიცოცხლე გვაჩუქა და ჩვენ ადამიანებად ვიქეცით. ადამიანად ყოფნას კი თან ახლავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხოვრება ადვილი არაა, არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა. ამათგან ერთ–ერთი მთავარი კი ჯანმრთელობის პრობლემაა. თუმცა ცხოვრება ცხოვრებაა, საკუთარი კითხვისნიშნებით და შესაძლოა ძალიან ბევრ შეკითხვაზე გაუცემელი პასუხით. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ზოგი მათგანი კი იმ სენით არის დაავადებული რასაც სიმსივნე ჰქვია. ალბათ ბევრ მათგანს გაჩენია კითხვა–რატომ მე? თუმცა ამ კითხვაზე პასუხს, აქ დედამიზაწე ვერ იპოვიან. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთმა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ამით სიცოცხლე არ მთავრდება, უნდა იპოვონ საკუთარ თავში ძალა ამ დაავადებასთან საბრძოლველად. ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან ყოველ დილით ხედავენ მზეს და შეიგრძნობენ სიყვარულს. სიყვარულისა და ბედნიერების გრძნობა კი ნამდვილად ღირს დედამიწაზე ყოველი წამის გასატარებლად. ძალიან მნიშვნლოვანია ამ დროს ადამიანის ფსიქოლოგია, თუ შენ საკუთარ თავს შთააგონებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს ასეც მოხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ამ დროს სხვა ადამიანები და მათი დამოკიდებულებაა. საჭიროა ასეთი ადამიანების გვერდში დგომა, არა მხოლოდ მათი ფინანსური დახმარება, არამედ მორალური და ადამიანური ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნო, რომ შენ მარტო არ ხარ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსებიც, რადგან ამ დაავადებასთან ბრძოლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ყველა ვისაც შეუძლია და როგორც შეუძლია გვერდში უნდა დაუდგეს ამ ადამიანებს. ჩვენს ქვეყანაში კი ნამდვილად არიან ასეთი კეთილი ადამიანები, რომლებიც სრულიად უანგაროდ, საკუთარი ინიციატივითა და შესაძლებლობებით ასეთ ადამიანებს აგრძნობინებენ, რომ ისინი მარტო არ არიან. 2 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში 19:30 წუთზე გაიმართება საქველმოქმედო საღამო მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალბატონების მხარადაჭერად და დასახმარებლად. ხელოვანი ადამიანები: ოპერის მომღერლები, პიანისტები, მევიოლინეები მათ აჩუქებენ ერთ ძალიან ლამაზ და სასიამოვნო საღამოს. ისინი მუსიკით ეტყვიან ამ ქალბატონებს საკუთარ სათქმელს და გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს მათ მიმართ. ალბათ ეს ყველა სიტყვაზე ძვირფასია, რადგან ნამდვილ, კლასიკურ მუსიკაში ძნელია იყო ყალბი. მე ჩემს მკითხველსაც ვურჩევ ამ საღამოზე წასვლას, რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. როგორც ამ საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი, მომღერალი მარიამ ნაჭყებია ამბობს: „მუსიკა არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ეხმარება მათ სიცოცხლეში“ – და მე მას ვეთანხმები. კარგი იქნება ამ ხელოვანების მსგავსად თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაუწეევნ ამ სენით დაავადებულებს.
„თბილისი თაიმსი“ რეპეტიციაზე ესტუმრა საქველმოქმედო საღამოში მონაწილე მუსიკოსებს და მათ ამ საღამოს მნიშვნელობაზე ესაუბრა. მე კი ამ ქალბატონებს მინდა ვურჩიო: დახუჭონ თვალები, მოუსმინონ მუსიკას და გაიღიმონ, რადგან ის მათთვის ჟღერს.
სოპრანო – მარიამ ნაჭყებია:
„საქველმოქმედო საღამო ეძღვნება მკერდის კობოთი დაავადებულ ქალბატონებს. მე და ჩემს მეგობრებს არაერთი საღამო გაგვიმართვას მათ დასახმარებლად. ეს იქნება მათი მხარდამჭერი აქცია, უბრალოდ გვინდა კიდევ ერთი ლამაზი საღამო მოვუწუყოთ ამ ქალბატონებს. საზოგადოებას კი კიდევ ერთხელ შევახსნებთ მათი პრობლემების შესახებ. ასევე ქალბატონებს გავახსენებთ, რომ ჩაიტარონ სკრინინგი წელიწადში ორჯერ მაინც. მუსიკა არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ეხმარება მათ სიცოცხლეში.
ეს იყო ჩემი იდეა, მაგრამ, რომ არა ჩემი უნიჭიერესი მეგობრები, რა თქმა უნდა, ეს საღამო არც კი დაიგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მომღერლების ჯგუფთან ერთად კიდევ ჩაგვერთო ორი უნიჭიერესი პიანისტი: ირმა გიგანი და ლექსო პირმისაშვილი, ასევე მევიოლინეები: ლელა მჭედლიძე, რომლის სახელიც მსოფლიო ორკესტრშია შესული და მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი ელენე მეგრელიშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ქალბატონებს უნიჭიერესმა ფოტოგრაფმა – ქეთი კავალსკიმ გადაუღო ფოტოები. ამ ფოტოების გამოფენა გაიმართა საკრებულოს საგამოფენო დარბაზში. ჩვენ მაესტრო ვახტანგ კახიძის დიდი დახმარებით მოვახერხეთ, რომ იქ მოსულ მსმენელს მივცეთ საშუალება ამ ფოტოების ხილვისა.
პროგრამა არის მრავალფეროვანი. შესრულდება არიები სხვადასხვა ოპერიდან, ასევე დუეტები, საფორტეპიანო და სავილიონე ნაწარმოებები.
მონაწილეობენ: მომღერლები: ოთარ ჯორჯიკია, მარიამ ნაჭყებია, არჩილ გოგიტიძე, გიორგი გოდერძიშვილი, ბესიკ კალანდაძე, ქეთევან სიხარულიძე, ირინა შერაზადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე. კონცერტმეისტერები: ხათუნა ლოლაძე და ეკა გოგოლიძე. პიანისტები: ირმა გიგანი და ლექსო პირმისაშვილი. მევილიონეები: ლელა მჭედლიძე და ელენე მეგრელიშვილი.
კონცერტი გაიმართება 2 მაისს 19:30 წუთზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში. ბილეთები გაიყიდება სალაროში, როგორც წინა დღეებში ასევე კონცერტის დღეს, ბილეთის ღირებულება იქნება 5 ლარი.“
ტენორი – აჩიკო გოგიტიძე:
„ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საშუალება მაქვს მსგავსს ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა, არასოდეს ვამბობ უარს. ძალიან მიხარია, რომ ახლა ჩემს უნიჭიერეს მეგობრებთან ერთად მიწევს ასეთ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მითუმეტეს ასეთ შესანიშნავ დარბაზში და ასეთ საოცარ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები ვისაც ეს კონცერტი ეძღვნებათ და უბრალოდ მსმენელები, ვინც დაესწრებიან ამ საღამოს ძალიან კმაყოფილები დარჩებიან.
იმ ქაალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყოდი, რომ იმედი არ დაკარგონ. ჩვენ ხელოვანებს რაც შეგვეძლება ყველაფრით დავეხმარებით მათ. შეიძლება ფიზიკური დახმარება ვერ გავუწიოთ, მაგრამ ადამინურად ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.“
ტენორი – ოთარ ჯორჯიკია:
„ასეთი საღამოები ყოველთვის მისასალმებელია. ჯერ იმიტომ, რომ ეს არის კულტურული ღონისძიება, მერე იმიტომ, რომ ამ კონცერტით ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩვენ ვახალისებთ მათ ცხოვრებას და გარკვეულწილად მუსიკით ვუვსებთ იმ დანაკლისს, რომელიც მათ აქვთ. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთ კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ ხშირად ვეპატიჟებით დამწყებ ახალგაზრდებს, ვეხმარებით მათ საკუთარი ნიჭის განვითარებიაში.
იმ ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყოდი, რომ არასოდეს არ უნდა თქვან არა. ყოველთვის უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისათვის. უნდა იპოვონ საკუთარ თავში ძალა ამ დაავადებასთან საბრძოლველად.„
პიანისტი – ირმა გიგანი:
„უპირველესყოვლისა მიხარია, რომ ეს არის საქველმოქმედო საღამო. არასოდეს ვამბობ უარს ასეთ საღამოებში მონაწილეობის მიღებაზე. მითუმეტეს ახლა ისეთმა ნიჭიერმა ადამიანმა დამპატიჟა, როგორიც ოთარ ჯორჯიკიაა. კონცერტში ახლაგაზრდები ვიღებთ მონაწილეობას, ასეთ ნიჭიერ ადამიანებთთან ერთად, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ვთვლი, რომ როდესაც შეგიძლია შენი ნიჭი, შრომა ქვლმოქმედებას მოახმარო ამაზე კარგი არაფერია. ვფიქრობ ქველმოქმედებისა და ხელოვნების ზეიმი იქნება 2 მაისს.
იმ ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყოდი, რომ იმედი არის ნამდვილად უკვდავი, მითუმეტესს XXI საუკენეში. ადამიანმა ხელი არ უნდა ჩაიქნიოს არანაირ დაავადებასთან ბრძოლისას. ნამდვილად მჯერა იმისი, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე მიხიარია, რომ ეს დღე იქნება მათი განტვირთვისა და სიამოვნების დღე.“
კონცერტმეისტერი – ხათუნა ლოლაძე:
„ასეთ საღამოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამ სენით დაავადებულმა ადამიანებმა იგრძნონ მხარდაჭერა და თანაგრძნობა ხელოვანი ადამიანებისა. ჩვენ შეიძლება თანხით ვერ დავეხმაროთ მათ, მაგრამ ასეთი ღონისძიებებით გავულამაზოთ ცხოვრება. ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობის მიღება. იმ ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყოდი, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ასეთ ადამიანებს და რაც მთავარია ასეთმა ადამიანებმა არ უნდა დაკარგონ იმედი.“
კონცერტმეისტერი – ეკა გოგოლიძე:
„ეს არ არის პირველი საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ. იქიდან გამომდინარე, რომ მინახვას ამ ქალბატონების ანთებული თვალები, ვფიქორობ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. შეიძლება ჩვენ რაღაც გრანდიოზული თანხით მათ ვერ დავეხმაროთ, თუმცა ვაჩუქოთ ერთი ლამაზი საღამო, რომელიც მათ ცხოვრებას გაულამაზებს. იმ ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან იმ სენით ვეტყოდი, რომ უპირველესყოვლისა ქონდეთ ღვთის რწმენა და იყვნენ ძლიერები. ვუსურვებ მათ გამოჯანრმთელებას, დარწმუნებული ვარ ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.“
ბარიტონი – ბესიკ კალანდაძე:
„ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ეს საღამო. ვფიქრობთ, რომ ასეთი ხალხის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ასეთი ადამიანები, ამიტომ მეგობრებს დაგვებადა იდეა, რომ ასეთი საღამოები ჩაგვეტარებინა. შემდეგ სხვადასხვა მუსიკოსმაც გამოთქვეს სურვილი, ამ საღამოებში მონაწილეობის მიღებისა. კონკრეტულად ეს საღამო მიძღვნილი იქნება მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონებისადმი. იმ ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყოდი, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე ერთად დგომით და სიყვარულით მოგვარდება.“
ბანი – გიორგი გოდერძიშვილი:
„საღამო იქნება საქველმოქმედო, ვეხმარებით მკერდის კობოთი დაავადებულ ქალბატონებს. ძალიან კარგი პროგრამა იქნება და მსმენელი ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი სახის ღონისძიებები. არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედი იმის გამო, რომ ასეთმა ადამიანებმა იგრძნონ, მათ გვერდში უდგას ახალგაზრდა თაობა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ მათი კეთილდღეობისთვის.
ქალბატონებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით ვეტყვი, რომ მე ვიცი მათი შრომისუნარიანობა და შესაძლებლობები, რადგან ვიცნობ მათ. ისინი ძლიერები, გაბედულები არიან და ასე გააგრძელონ.“
ესაუბრა
ანო მუქათარიძე