მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 10:00 საათზე წარადგენს. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონსულტაციები კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ამ დრომდე გრძელდება.