ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება.
კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია: ეკონომიკის სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი, განათლება – თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა – ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა – ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო – გიორგი მღებრიშვილი.
ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.