საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჯარისკაცებზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის მედიასაშუალებების ნაწილს ბოდიშის მოხდას სთხოვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ქართველ ჯარისკაცებზე გაკეთებული სიუეტები გადაუმოწმებელ ინფორმაციას უკავშირდებოდა. “ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტები ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომელიღაც წყაროზე დაყდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს, რადგან ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები, ამიტომ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, დასაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენ ჯარისკაცებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.