პოპ ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის ერთადერთმა ქალიშვილმა პერის ჯექსონმა თავის მოკვლა სცადა, ინფორმაცია დაადასტურა ჯექსონების ოჯახის წარმომადგენელმა ენჯელ ხოვანსკიმ.
პერის ჯექსონის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. ამერიკული საინფორმაციო მედია საშუალებების ინფორმაციით გოგონა სახლიდან ღამის ორ საათზე წაიყვანეს.
ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი პერის ჯექსონის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულია თორმეტი საათის უკან – აბზაცი ცნობილი ჯგუფი The Beatles-ის სიმღერიდან “Yesterday”.
06.06.13
აჩიკო კერესელიძე