შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს სგპ „სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩ.ლ., რომლის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების დროს გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროს სამკაულები.
თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ შეადგინა – 6772.7 ლარი.
შეფარდებული სანქციის – 289 მუხლის მე 10 ნაწილის – საფუძველზე პიროვნებას დაეკისრა ჯარიმა 6772.7 ლარი.
06.06.13