შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს.
“შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისას მიაღწია. ეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური მიზნების განხორციელების პროცესშიც არის წარმოჩენილი” – ნათქვამია განცხადებაში.