საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ “სითი საუნდის” ფარგლებში ტარდება ფესტივალი „4GB“ და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1-დან 9 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს ვიზუალური ხელოვნების ვორკშოპი ქართველი ვიზუალური ხელოვნების მოყვარულებისა და პროფესიონალებისათვის. ასევე გაიმართება მუსიკალური მასტერკლასები და ვორკშოპები ივენთ მენეჯმენტის თემატიკაზე.
“სიტი ფესტივალი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ელექტრონული მუსიკის ივენთებისა და ვორკშოპების სერიას, რომლის მეორე ეტაპიც 2015 წლის მაისში დაიწყო, მომდევნო ღონისძიება ამავე წლის ივნისის თვეშია დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში 6 დიდი ღონისძიება გაიმართება.