ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.
ამ თანამდეობას დღეიდან გიორგი სიგუა დაიკავებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური თითქმის 6 თვის განმავლობაში იყო.
გიორგი სიგუას განცხადებით, უპირველეს ყოვლილსა აუცილებელია, განისაზღვოს სახელმწიფო სტრატეგია და ის, თუ რა ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს.
ამის შემდეგ კი უნდა განვითარდეს შიდა ინფრასტრუქტურა და შეიქმნას უფრო მეტი ტურისტული ადგილი.
07.06.13