საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშივლმა განაცხადა, EBRD-ის მიერ განხორციელებული პროექტები ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
“გულითადად მივესალმე ჩემს მეგობარს ბატონ სუმას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ EBRD ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში. ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მეტი გახსნილობა, მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოს გააჩნია. ის, რომ EBRD-მა მოგვცა შესაძლებლობა, ბუნებრივია, ბოლომდე გამოვიყენებთ და ის მშვენიერი ურთიერთობები, რაც ჩვენ შორის პიროვნულ დონეზე არსებობს, დარწმუნებული ვარ, გარდაიქმნება კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის EBRD-ის ცენტრალურ ოფისს, ისევე როგორც ადგილობრივ ოფისს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.