საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრების პერსპექტივა კვლავ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას განუცხადა.
“პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგი შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით”, – აღნიშნა კარასინმა.