საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პროექტებს სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგენენ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.