საქართველოს ბანკმა, 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ, ამის შესხებ “თბილისის თაიმსს” ბანკიდან აცნობეს.
ბანკის ინფორმაციით, დაფინანსება, ოპეკის საერთაშორისო განვითრების ფონდმა (OFID-მა) საქართველოს ბანკს ვაჭრობის დაფინანსებისთვის გამოუყო. აღნიშნული დაფინანსებით, საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და გაფართოვებას საქართველოში. ვაჭრობის დაფინანსება, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საქართველოს ბანკი კი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მომხმარებლების კუთხით, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ვაჭრობით დაფინანსების მიმართულებით.
OFID-ი, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდია, რომელიც OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა, განვითრებადი ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით. OFID-ი თანამშრომლობს განვითარებად ქვეყნებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს, განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის კუთხით. ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით და ვაჭრობის დაფინანსებით. OFID-ი ფოკუსირდება სწორედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანმრთელობის დაცვა და განათლება.