ჩვენს ქყვეყანას ბევრი რამ აკლია, მაგრამ რის ნაკლებობასაც ნამდვილად არ განვიცდით, ნიჭიერი ადამიანებია. თუმცა მათ შორის არსებობენ გამორჩეულებიც. არაფერი ჯობს იმას, როდესაც პატარა ასაკში მოგეცემა შენი ნიჭის გამოვლინების საშუალება, თან ისეთი ნიჭისა, რითაც მთელი მსოფლიოს ალაპარაკებას შეძლებ. „თბილისი თაიმსის“ რესპოდენტი დღეს 19 წლის ნიჭიერი პიანისტი – ირმა გიგანია. მუსიკას ხომ საზღვრები არ აქვს და ასევე უსაზღვროა ამ ახალგაზრდა გოგონას ნიჭიერება. ირმა გიგანი მომავალია იმ არაჩვეულებრივი ოჯახისა, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს. ის ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი და მამუკა ჩარკვიანის დის შვილია. ალბათ მისთვის არასოდეს დაუსვამთ კითხვა თუ ვის დაემსაგვსა ასეთი ნიჭიერი? ალბათ ძნელია ისაუბრო ამ ადამიანების ნიჭიერებაზე, რადგან მათი ნიჭი ძალიან ღრმა და განსხვავებულია. ისინი გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, რასაც ყოველთვის ამტკიცებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირმა ჯერ საკმაოდ პატარაა, მას საქართველოს ფარგლებს გარეთაც უკვე კარგად იცნობენ. მისმა ნიჭმა პატარაობიდანვე გაარღვია ჯერ ადამიანთა ცნობიერების და შემდგომ საქართველოს საზღვრები. მე ბევრი საუბრით თავს აღარ მოგაწყენთ, ირმა გიგანის ნიჭიერებაში თქვენ თავად დარწმუნდებით ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ.
მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ?
– 5 წლის ვიყავი მუსიკალურ სასწავლებელში, რომ შემიყვანეს. იმავე წელს გავმართე სოლო კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე და იქიდან ჩამოვიტანე გრამპრი. აქედან დაიწყო მიწვევები და კონცერტების მთელი რიგი. ძალიან ბევრი მიწვევა მქონდა რუსეთში, საფრანგეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში… 2010 წელს გავიმარჯვე საქართველოში გამართულ შოპენის კონკურსზე. ამ პერიოდში ვიყავი ბატონ თენგიზ ამირეჯიბის კლასში და სწორედ მაშინ დაიწყო აბსოლუტურად სხვა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ის არნახული პედაგოგი და მუსიკოსი იყო, მისგან მსოფლიო დონის მასტერ–კლასებს ვიღებდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც ისრაელიდან ჩამოვიდა ცნობილი დირიჟორი ავნერ ბიონი, მასთან ერთად აქ დავუკარი მოცარტის კონცერტი და შემდეგ მიმიწვია ისრაელში. იქ გავმართე კონცერტი და პირველი CD ჩავწერე. ახლა ვარ მანანა დოიჯაშვილის კლასში, ის ბატონი თენგიზის მოსწავლე იყო და არის არაჩვეულებრივი პედაგოგი. ახლახანს ჩამოვედი დანიიდან, სადაც გავხდი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი. მანამდე ვიყავი იტალიაში, სადაც მსოფლიოში არსებული 56 პიანისტიდან აგვარჩიეს 5 ბიჭი და 1 გოგო.
როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?
– 3 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემის – მამუკა ჩარკვიანის სიმღერა ავაწყვე როიალზე, მაშინ დაფიქრდნენ ჩემი ოჯახის წევრები, რომ სმენა მქონდა.
ამის შემდეგ ბახის ინვენცია დავუკარი, აქ კი უკვე მიხვდნენ, რომ აუცილებლად უნდა შევსულიყავი მუსიკალურ სკოლაში.
რა წვლილი მიუძღვის თქვენს ოჯახს თქვენი მუსიკით დაინტერესებაში?
– ბავშვობიდან სულ მუსიკა მესმის. დედაჩემს კონსერვატორია აქვს დამთავრებული, ბიძაჩემს ხელში სულ გიტარა ეჭირა… დედაჩემი, როდესაც ჩემზე იყო ორსულად სულ მოცარტსა და შოპენს უსმენდა. რა თქმა უნდა, ჩემმა მშობლებმა და გარემომ რომელშიც გავიზიარდე იქონია ზეგავლენა, მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, თუ მშობლებმა თავიდანვე არ დააყენეს ბავშვი სწორ გზაზე, შეიძლება მისი ნიჭი დაიკარგოს და ვერ განვითარდეს.
5 წლის იყავით, როდესაც პირველი სოლო კონცერტი გამართეთ სიმფონიურ ორკესტთან ერთად, როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი, აცნობიერებდით რა ხდებოდა მაშინ?
– ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ასაკთან ერთად მატულობს ღელვა, სწორედ მაშინ აანალიზებ რა ხდება შენს თავს. ბავშვი, რომ ხარ უბრალოდ გადიხარ და უკრავ. მაშინ მხოლოდ იმას ვაცნობიერებდი, რომ კეთილი გულით უნდა დამეკრა და დღემდე ასე ვარ. ახლა უფრო ვღელავ, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი –გვიამბეთ როგორი ურთიერთობა გაქვთ ბაბუასთან , ისიც ხელოვანი ადამიანია და თუ გაძლევთ რჩევებს?
– ბაბუასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის მისი პოეზია არის მუსიკა. ორივე ხელოვანი ადამიანი ვართ და გვიადვილდება ერთმანეთთნ ურთიერთობა. ვმეგობრობთ მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ძალიან დიდი განსხვავებაა. შემიძლია მასთან ყველაფერზე ვისაუბრო. მართალია ის სულ სხვა თაობის წარმომადგენელია, მაგრამ მასთან საუბრისას მუდამ ახალ მიგნებებს ვაკეთებ.
ძალიან პატარა ასაკში, როდესაც სკოლაში მიხვედით აღმოაჩინეთ, რომ რუსულ სახემძვანელოშო, რომლითაც სწავლობდით თქვენს შესახებაც იყო ინფორმაცია. თქვენ იყავით ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიც არიან მოცარტი, გრიბოედოვი და ა.შ. თუ გახსოვთ ის განცდა, რომელიც მაშინ დაგეუფლათ?
– კონცერტების გამო ძალიან ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა. ერთ დღეს, სკოლაში მივედი, რუსულის გაკვეთილზე, წიგნი გადავშალე და აღმოვაჩინე, რომ წერია „პატარა პიანისტი ირმა გიგანი, რომელმაც დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო, წადით მის კონცერტზე და ჩამოართვით ინტერვიუ.“ მთელი კლასი გაოცებული მიყურებდა, მე ეს დავალება არ შემისრულებია.
გვიამბეთ იმ კონცერტების შესახებ, რომლევბიც საზღვარგარეთ გაქვსთ ჩატარებული კონცერტების შესახებ, პირველად დამოუკიდებლად 15 წლის ასაკში წახვედით გერმანიაში კონცერტზე.
– საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ სცენაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც დედაჩემი მახლავს თან. დედაჩემი ყოველთვის სცენის მიღმაა, რადგან საოცარ ენერგიას მაძლევს.
დედაჩემს არასოდეს არასოდეს უსმენი ჩემთვის დარბაზიდან და ეს ნატვრად აქვს ქცეული.
ძალიან საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ თქვენს ოჯახში, როგორია თქვენი ერთობლივი საღამოები ოჯახში?
– ჩვენ ვართ ძალიამნ ხმაურიანი ოჯახი, ჩვენთან ერთად კაცი ვერ მოიწყენს. ყველას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გავქვს ერთმანეთან. ჩემი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, რომ ყველა თემაზე სიანტერესოდ ისაუბრონ, ხანდახან სხვა განზომილებაში გადავდივართ ხოლმე. ხშირად ვიკრიბებით და ჩაისთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა თემას.
ბიძათქვენი – მამუკა ჩარკვიანიც მუსიკოსია, თუ შეგისრულებიათ ერთად რაიმე და აქვს თუ არა რაიმე გავლენა ბიძის შემოქმედებას თქვენზე?
– ერთხელ გავბედე 5 წლის ასაკში და ვიმღერე მამუკასთან ერთად „ბასტი–ბუბუში“, ამის შემდეგ ცხოვრებაში აღარ მიმღერია. მამუკასთან განსაკუთრებული ურთიერთგაგება მაქვს, არის წარმოუდგენელად ნიჭიერი ადამიანი. ის აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას წერს და ასრულებს, მაგრამ რაც მთავაია ზოგადად ესმის და გრძნობს რას ნიშნავს მუსიკა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ: ჩემი, მამუკას და ჯანსუღის ოჯახი, ნათესაური კავშირის გარდა, მეზობლებიც ვართ. ხშირად ვყოფილვარ მამუკას პირველი მსმენელი, მირეკავს და მეუბნება, რომ რაღაც დაწერა და უნდა მომასმენინოს. აინტერესებს ჩემი აზრი, მე კი მაინტერესებ ის საოცარი მუსიკა, რომელსაც მოვისმენ. მისი მუსიკა არის ძალიან ღრმა და ძალიან განსხვავებული, არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ის არ მოახდენას დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
არის თუ არა განსხვავება ქართველ მსმენელსა და უცხოლე მსმენელს შორის?
– ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ თავად როგორ უკრავს პიანისტი. მსმენელი ყოველთვის გრძნობს შემსრულებლის დამოკიდებულებას. მე როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ არ ვცდილობ, რომ იქ განსხავებულად დავუკრა, უბრალოდ იმას ვუკრავ რასაც ვგრძნობ. მთავარია რასაც გრძნობს ადამიანი ეს იყოს თუ არის ბუნებრივი და გულწრფელი. მუსიკა ყველა ენას მოიცავს, ეროვნებას არანაირი მნიშვლეობა არ აქვს. ჩემი მსმენელისაგან ყოველთვის ვგრძნობ სიყვარულსა და სითბოს.
მუსიკა ეს არის…?
– მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი.
როგორია ირმა გიგანი მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?
– ძირითადად მაინც მუსიკოს-შემსრულებლები მყავს სამეგობროში და სასაუბროც ერთი თემა გვაქვს–მუსიკა. რა თქმა უნდა, ისეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად დადიან ჩემს კონცერტებზე. ასე, რომ მუსიკას მაინც ვერ ვცდებით. ვარ ძალიან მეგობრუული და ასევე ვარ ძალიან ჯიუტი.
5 წლიდან თქვენ უკვე საკმაოდ დაკავებული იყავით თქვენი საქმით, ახლა რამდენად ხშირად გაქვთ თავისუფალი დრო და რას აკეთებთ ამ დროს?
– სამეცადინო თუ არ მაქვს, უბრალოდ ვჯდები და ვუკრავ ჩემთვის. ჩემს თავს რაიმე როდესაც ხდება, მირჩევნია ჯერ თავად გავაანალიზო და მერე დავურეკო სხვას. მიყვარს იმ ნაწარმოებების გარჩევა და შესრულება, რომელიც მანამდე არ დამიკრავს. ამ დროს ახალი იდეები მებადება.
საოცარი პროცესია, როდესაც ახალ მუსიკას არჩევ და გული გიძგერს, იმიტომ, რომ იცი შესრულებისას სად რა უნდა გააკეთო. ისე თავისუფალ დროს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ ხოლმე.
თუ არის ისეთი მუსიკა რასაც ჯერ არ შეჭიდებიხარ, მაგრამ აუცილებლად გინდა, რომ შეარულო?
– რა თქმა უნდა, ასეთი ნაწარმოებები ძალიან ბევრია. შემსრულებელი როდესაც ხარ და ეხები ამხელა კლასიკურ მუსიკას, ძალიან პატარად გრძნობ თავს. ის ამბიცია კი რაც წარმატებას მოქვს, არის აბსოლუტური სისულელე, რადგან შენ ვერასოდევ ვერ დადგები იმ მუსიკაზე წინ რასაც ასრულებ. ვცდილობ, რომ ძალიან ნელ–ნელა წავიდე წინ, თუმცა ვეჭიდები ძალიან რთულ ნაწარმოებებსაც. შეიძლება პედაგოგმა ბავშვს დააკვრევინოს საბავშვო მუსიკა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი ნაწარმოებების დაკვრა ყველაზე საინტერესო სიბერეშია. ამ დროს შენ იქნები მოხუცი ადამიანი, რომელმაც გაიარა ბავშვობა და აბსოლუტურად სხვა სიღრმით აღიქვამ ამ ყველაფერს.
თუ გაკრიტიკებენ და რამდენად ადვილად იღებ კრიტიკას?
– ვფიქრობ ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის კარგი და აუცილებელიც არის. ყოველი კონცერტის შემდეგ არის შენიშვნები. შეიძლება რაღაც მსმენელმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება დედაჩემსა და ჩემს პედაგოგს.
პატარაობიდანვე ეჭიდებოდით სირთულეებს, ისეთ ნაწარმოებებს ასრულებდით, რომლის შესრულებასაც გამოცდილი მუსიკოსებიც კი უფრთხოდნენ, ეს რის გამო ხდებოდა რისკიანი ხართ და გიყვართ სირთულეებთან ჭიდილი?
– სირთულიდან სიმარტივემდე არის ერთი ნაბიჯი და პირიქით. ერთი მეორის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.
ძალიან ბევრ ახალგაზრას დღეს სურს საქართველოდან წასვლა, შენ თუ გაქვს ამის სურვილი?
– არასოდეს ვგეგმავ თუ რა უნდა გავაკეთო. ვცდილობ დღვანდელი დღით ვიცხოვრო, რადგან არ ვიცი ხვალ რა იქნება. რაც შეეხება საქართველოდან წასვლას, რა თქმა უნდა ამას ვგეგმავ. თუმცა ჯერ არა, რადგან ახლა ქალბატონ მანანა დოიჯაშვილთან ვსწავლობ და არ მინდა, რომ მას მოვშორდე. ძალიან ლოგიკურია, რომ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოდან წასვლა უნდათ, რადგან აქ არანაირი პერსპექტივა არ არის. მე გამიმართლა, რომ ბავშვობიდან სულ მაქვს მიწვევები საზღვარგარეთიდან, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ასე არაა. არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ამის საშუალება არ ეძლევა, სხვადასხვა მიზეზის გამო.
რას გრძობთ შემოქმედების პროცესში?
– ამ შეკითვაზე პასუხუხის გაცემა მიჭირს ყოველთვის, რადგან ეს ყველაფერი იმ წამს ხდება. სცენაზე როდესაც ვარ ვღელავ და არ ვფიქრობ იმაზე, რომ იმ წამს დაუფლებული ემოცია დავიმახსოვრო.
სახელმწიფოს მხრიდან თუ გქონია რაიმე დახმარება?
– მთელი ჩემი ცხოვრება უცხოეთიდან მაქვს მოწვევები. კონკურსზე როდესაც მივდივარ, ნახევრად თავად მაფინანსებენ, მთლიანად არასოდეს, რადგან ეს არ არის კონკურსის ვალდებულება.ხოლო როდესაც კონცერტები მაქვს, ყოველთვის საზღვარგარეთიდან მაფინანსებენ. ძალიან მიჭირს საყვედურის გამოთქმა ამის გამო. იმხელა პრობლემებია დღეს ჩვენს ქვეყანაში და ელემენტარულად ისეთი გაჭირვებაა, მიჭირს იმაზე ვისაუბარო, რომ მე ან ვინმე სხვა ხელოვანს არ აფინანსებენ.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– „აღდგომიდან–ამაღლებამდე“ ფესტივალის ფარგლებში ტარდება კონცერტი – მარათონი, რომლის ხელმძღვანელიც არის არაჩვეულებრივი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, ამ კონცერტზე ვუკრავ 18 მაისს. 23 მაისს ვუკრავ ბატონი თენგიზ ამირეჯიბის მუსიკალურ ფესტივალზე. შემდეგ მოდის ზაფხული, ვიღებ ახალ პროგარამას და ძალიან ბევრი რამ მექნება გასაკეთებელი. სექტემბრიდან ძალიან ბევრი კონცერტი მეწყება. ნოემბერში ვგეგმავ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დეკემბერში ისრაელში, ბეთჰოვენის ფესტივალზე მიწვეული ვარ გენიალურ შემადგენლობასთან ერთად. სერგეი ბაბაიანთან და ალექსანდრე კორსანტიასტან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მოვიღებთ მე და პატარა ქართველი პიანისტი დავით ხრიკული.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე