აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, გამორჩეული რესურსები და მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაგიჭერთ რეგიონში პერსპექტიული და საინტერესო პროექტების განხორციელებაში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ ბიზნესმენებს.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბათუმში მსოფლიო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროექტი შეჩერებული იყო და მშენებლობის გაგრძელება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არსებული პრობლემების გადაჭრის შედეგად მოხერხდა.
პრემიერმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2012 წლის შემდეგ აჭარაში გახსნილი სასტუმროების და მიმდინარე პროექტების შესახებ:
- გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“;
- სასტუმრო „აპარტოტელი“, ინვესტიციის ოდენობით 5 მლნ დოლარი;
- ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“,ინვესტიციით – 137 მლნ დოლარი;
- სასტუმრო „ცენტრო-მედი“, ინვესტიციის ოდენობით 2,5 მლნ დოლარი;
- მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია;
- 2014 წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა და 276.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 42%-ია. 2013 წელს ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;
- განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;
- შპს “Rekan Group Georgia” ახალ ბულვარში აშენებს სასტუმრო კომპლექსს, 50 000 000 დოლარის საინვესტიციო ღირებულებით;
- „ორბი ჯგუფი“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს და აპარტამენტებს აშენებს, განხორციელდება 30 000 000 ლარის ინვესტიცია;
- შპს „იალჩინი“ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს, ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარია.
- მიმდინარეობს სასტუმრო “დრიმ ლენდ ოაზისის” პროექტი, რომლის ინვესტიცია20 მლნ დოლარი, ხოლო აპარტამენტებიანად – 60 მლნ დოლარია;
- წელს გაიხსნება სასტუმრო „კასტელო მარო“ და ჩაქვში ოაზისის დამატება იქნება;
- შენდება სასტუმრო „მეგაპალასი“;
- „ტამ-ჯეო“ – “BABILON“ ბათუმში ააშენებს 120-ნომრიან, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსს და 33-სართულიან, 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კომპლექსს, საინვესტიციო მოცულობით, 45 მილიონი აშშ დოლარი;
- შპს “მარი ჯგუფი” ააშენებს 4-ვარსკვლავიან, 100-ნომრიან სასტუმრო კომპლექსს, საინვესტიციო ოდენობით, 29 მილიონი აშშ დოლარი.
აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა:
- მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მთლიანი საინვესტიციო პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარია;
- შენდება შუახევი-სხალთა-კორომხეთ-ჰესი, რომლის საინვესტიციო ღირებულება800 მილიონი დოლარია, დასაქმებულია 600 ადამიანი;
- გამრიცხველიანდა 10 000 აბონენტი;
- აჭარაში გაიხსნა 5 ახალი ამბულატორია;
- რეგიონს გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი მანქანა;
- წელს ბათუმში გაიხსნება 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანიკლინიკა და დაიწყება 170 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი კლინიკისმშენებლობა;
- წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 საჯარო სკოლას, 1 პროფესიულ და 2უმაღლეს სასწავლებელს;
- აშენდება 7 სკოლა; აშენდება და რეაბილიტირდება 23 საბავშვო ბაღი;
- 700-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა სტუდენტთა დახმარების პროგრამისფარგლებში; წელს დაფინანსდება 951 სტუდენტის სწავლება.
- ტურისტების რაოდენობა აჭარაში 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით10.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით – 20 პროცენტზე მეტით;
ვრცლად, აჭარაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_
Discussion about this post