დღეს კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრის ICCROM-ის გენერალურ დირექტორს სტეფანო დე კაროსა და ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტებს იუკა იოკილეტოსა და კატრი ლისიცინს უმასპინძლებს. საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში 19 მაისს, კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტეფანო დე კარო, იუკა იოკილეტო და კატრი ლისიცინი გრაკლიანის გორასა და კლდეში ნაკვეთ ანტიკური ხანის უფლისციხის კომპლექსს მოინახულებენ. ექსპერტები ასევე განახორციელებენ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული განათლების სისტემის ანალიზს, გამართავენ შეხვედრებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მომზადდება რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასთან და რეგიონალური საწვრთნელი პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. საერთასორისო ექსპერტები საქართველოს 24 მაისს დატოვებენ.