რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან და ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ მალხაზ წერეთელთან ერთად, საჩხერესა და ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მინისტრმა, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით, შპს “ლაგოდეხავტოგზა” ახორციელებს.
09.06.13