აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს იხსნება. ფორუმს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის. მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი იქნება. სამიტის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის კრიზისს, აქცენტი გაკეთდება დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ასევე საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
პლენარული სესია ხვალ გაიმართება, რომლის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.