თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“ გახსნა.
თბილისის მერის თქმით, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი თანამედროვე სამშენებლო მასალა დედაქალაქის განვითარების მომავალია. „ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ქალაქის თანამედროვე ინტერიერზე და ექსტერიერზე, ქალაქის განვითარებისთვის ასევე აუცილებელია ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენება“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, სავაჭრო სივრცის გახსნით მეტი ადამიანი დასაქმდება და გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები.
ჰიპერმარკეტი კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო და გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთ“-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 10, 000 000 ამერიკული დოლარია. ჰიპერმარკეტი 11, 500 მ2-ზეა გაშლილი და მომხმარებელს 40, 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.