საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
იტალიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება,საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საუბრის მთავარი თემები იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატეო რენცის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა შენარჩუნდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა ახალი საარჩევნო კანონის – „იტალიკუმის“ მიღებას, რომელიც იტალიაში პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობას შეუწყობს ხელს და წარმატებები უსურვა მმართველ „დემოკრატიულ პარტიას“ რეგიონულ და ადგილობრივ არჩევებში, რომელიც 31მაისს გაიმართება.