ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად ნაყინი დაგეხმარებათ, რომლის მომზადებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ:
საჭირო მასალა:
2 კვერცხი
400 გრამი არაჟანი
ნახევარი ჭიქა შაქარი
6 გრამი ვანილი
0.8 ლიტრი რძე
მომზადების წესი:
ავიღოთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 2 კვერცხის გული და ერთად ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 400 გრამი არაჟანი და გავაგრძელოთ ათქვეფა.დავუმატოთ 0,8 ლიტრ რძეში გახსნილი ვანილი, ცოტაოდენი ლიმონის ცედრა და შევდგათ საყინულეში. გემრიელი ნაყინიც მზადაა, რომელსაც სურვილისამებრ შეიგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის სასურველი ხილი და ისე მიირთვათ.