პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი, ანჯეი დუდა იმარჯვებს, რომელიც ოპოზიციური პარტიის “Право и справедливость” წევრია, ასეთია ეგზიტპოლების მონაცემები.
დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ – 47 პროცენტი.
არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა 56,1% შეადგინა.
ევროპარლამენტის წევრი, პროფესიით იურისტი, 43 წლის დუდა იყო პოლონეთს სეიმის დეპუტატი, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 24 მაისს გაიმართა.