ყატარში საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. ეს იყო ყატარის მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც თავისი პოპულარობით მსოფლიო ჩემპიონატებს არ ჩამოუვარდება, რასაც ამძაფრებს ფულადი პრიზი – 25000 დოლარი.
“ჩემპიონატის პოპულარობას ისიც განსაზღვრავს, რომ წონითი კატეგორიებია შეზღუდული, სულ ხუთი წონა. ასევე, ყატარის საერთაშორისო ჩემპიონატზე მოსახვედრად მსოფლიო რეიტინგებია საჭირო, რომლის გადალახვაც საქართველსთის არანაირი პრობლემა არაა და შესაბამისად, მიგვიწვიეს ყატარში. ჩვენ მართლა ვასახელეთ საქართველო. ქართველ კარატისტებს სამოცზე მეტი ქვეყანა გულშემატკივრობდა ასპარეზობის დროს, რადგან ჩვენი სპორტსმენები სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ამჯერადაც ბრძოლის საკუთარი მანერით და სხვა ეთიკური ნორმებით. როგორც ველოდით, გოგიტა არქანიამ (-84 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა და ჰენრი ვეკუამაც (-75 კგ.) გაამართა ჩვენი იმედები – მანაც პირველი ადგილი დაიკავა, დავით ტყებუჩავამ (-60 კგ.) კი ვერცხლი აიღო, ხოლო ირაკლი ტყებუჩავა (-67 კგ.) ამჯერად ბრინჯაოს დაჰყაბულდა. ასე რომ, ყატარში საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა და ჰიმნიც სასიამოვნოდ ჟღერდა! ეს გამარჯვება ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას მივუძღვნით, საქართველო გაბრწყინდება!
სამომავლოდ ყატარის სპორულილ სამყაოსგან და, კონკრეტულად კარატეში, ჩვენთან თანამშრომლობა დაიგეგმა მრავალი მიმართულებით, რაც მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო იქნება,” – განაცხადა ყატარიდან ახლად დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი.