საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარები წარადგინა.
ანაგრიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი, დღეს მინისტრების მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება არასამტავრობოების ანგარიშში გამოთქმულ მთელ რიგ მოსაზრებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, აკნინებს, ან არასრულად ასახავს 2012 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმირების აქტიურ პროცესს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ობიექტური რეალობის აღქმის შესაძლებლობას არ ტოვებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არაკონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხებაკოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა,გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოსყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ”, -განაცხადა მა.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობა დადებითად აფასებს არასამთავრობოსექტორთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, NGO-ებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის თემატური შეხვედრები გაიმართა.
ანგარიშის შემუშავების პროცესში, საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წერილობით მიეწოდებინათ საკუთარი შეფასებები ანგარიშში დაფიქსირებულ მოსაზრებებზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.
“ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმამოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაციაიქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობოორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენიმოსაზრებები და ასევე მოვამზადეთ კომენტარები ამ ანგარიშზე”, – აღნიშნა მაიაცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობის კომენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე – „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასება“, ასახავს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს და ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ობიექტურ სურათს ქმნის.