საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან, 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, საქართველოს დროშა გამოუგზავნეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედროების საჩუქარი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საჩუქრის მიღება მისთვის დიდი პატივია. დროშას პრემიერი საკუთარ კაბინეტში განათავსებს.