ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტი იურგენ ვოსი და ვიცე–პრეზიდენტი ტობიას ვოსი საქართველოში არიან .
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების გაგრძელება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სტუმრები დღეს საქართველოს კინოცენტრსა და ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ვიზიტი მწერალთა სახლში და სხვადასხვა გამომცემლობებში.
იურგენ ვოსი და ტობიას ვოსი ვიზიტის ფარგლებში კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას და პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან.
სტუმრები საქართველოში 14 ივნისამდე დარჩებიან.
11.06.13