ჩინეთის სახელმწიფოს ინვესტიციებისა და დაგეგმვის სააგენტომ მაისის ბოლოს დაახლოებით, ათასზე მეტი სახელმწიფო პროექტი გამოაქვეყნა. პროექტების მთლიანი ბიუჯეტი 1.97 ტრილიონი იანი, დოლარებში კი 317,75 მილიარდია. სააგენტო ჩინეთში იწვევს კერძო ინვესტორებს, რათა შიეტანონ წვლილი და მიიღონ მონაწილეობა პროექტების განხორციელებაში.
ჩინეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე დღესდღეობით, ბევრი იწერება. მსგავს განვითარებას, რომელსაც ამ ქვეყანაში ვაწყდებით გერმანელი მკვლევარი და ექსპერტი იოზეფ იოფი „კლებადი მოგებიანობის“ ეკონომიკურ კანონს უკავშირებს. კანონის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დროთა განმავლობაში, იაფი მუშახელის კლების შედეგად, ყოველი ახალი კაპიტალდაბანდება იმავე სექტორში უფრო და უფრო ნაკლებ მომგებიანი ხდება, ამდენად ეს იწვევს სოფლის მეურნეობისა და წარმოების ტრადიციული ფორმების სერვისითა და ტექნოლოგიებით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც, სწრაფი ეკონომიკური ზრდა „ნორმალიზაციის“ ფაზაში გადადის.
მსოფლიო ბანკის ბოლო სამი ათწლეულის მონაცემებით, ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი ზრდის შედეგად, 500 მილიონზე მეტი მოქალაქე სიღატაკისგან განთავისუფლდა. თუმცა დღემდე სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში. ჩინეთის სოციალისტური სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა წარმატებული ეკონომიკური მდგომარეობა მთელ ქვეყანაზე აისახოს. ჯერ კიდევ, 2005 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო ჯანდაცვის სისტემაზე მეტი სუბსიდირების გამოყოფა და სისტემის კონტროლი, შემცირდა პრივატიზაციის დონე და დაიწყო სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა, 2010 წლამდე მეტი წილი უპირატესობა უცხოურ კორპორაციებთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებს ენიჭებოდა.
ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, დღეს ჩინეთი წარმოუდგენელ და წარმატებულ ლიბერალურ რეფორმებს ახორციელებს. ამ ყველაფრის წყალობით, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. ქვეყანა დღითიდღე ამარტივებს შიდა რეგულაციებს და უცხოელი ინვესტორების მიერ ჩადებულ კაპიტალდაბანდებებზე ზედა ზღვარს აუქმებს, ამასთანავე ხსნის საოპერაციო ვალუტაზე დაწესებულ შეზღუდვებსაც.
თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რეფორმები შეეხება ყველა სექტორს, გარდა საბანკოსა, ამის მიზეზი ეროვნული ბანკების გაძლიერების ჩინური პოლიტიკაა.
ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის თქმით, ზემოთ აღნიშნული 1043 პროექტი, რომელიც რამდენიმე წელი მუშავდებოდა სატრანსპორტო უზრუნველყოფას, წყლის კონვერსაციასა და საზოგადოებრივ მომსახურების გაუმჯობესებას ეხება.
როგორც ამერიკული ახალი ამბების სააგენტო newsmax-ი იტყობინება, ჩინეთის ეროვნული განვითარების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტები ძირითადად ბეიჯინსა და სამხრთ-აღმოსავლეთის, ჩინურ პროვინციაში, ჯიანქსისში განხორციელდება.
ამერიკელი ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, იგი გამოიწვევს ჩინური პროვიცნიების განვითარებას და მათ ჩაბმას იმ დიდ ეკონომიკურ ბრძოლაში, რომელშიც ჩინეთი რამდენიმე წელია ჩართულია.
მაგალითისთვის, პროექტების სიაში აღნიშნულია, რომ 51.9 მილიარდი იანი ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქში, ჰანგზოუში ორი მეტროპოლიტენის აშენებისთვის დაიხარჯება.
ასევე 6,4 მილიარდი იანით აშენდება დიდი საავადმყოფო ქალაქ ქსინჯიანგში, ურუმქის პროვინციაში. ჩინეთი ცდილობს ახალი ინვესტიციებისა და პროექტების გვერდის ავლით, გააკონტროლოს ადგილობრივი მთავრობის ვალი, დაახლოებით სამი ტრილიონი დოლარი. ექპერტების თქმით, სახელმწიფოს ეს გაუჭირდება, ამის მიზეზი არსებული სამომავლო, მაღალბიუჯეტიანი პროექტებია, რომლებსაც რაღაც სახით აუცილებლად შეეხება სამთავრობო ვალის პრობლემა.
წყარო: www.newsmax.com
თემაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე