კახი კავსაძეს 5 ივნისს 80 წელი უსრულდება. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპეტაკლი “მოხუცი ჯამბაზები” გაიმართება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მოეწყობა. როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძიების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ. მსახიობის საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.