ცხოვრება არც ისე მარტივია, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც მშვენიერია. ადამიანებს ცხოვრებაში მრავალი დაბრკოლება, წინააღმდეგობა ხვდებათ, თუმცა ეს ყველაფერი ბედნიერების ერთმა წამიანმა განცდამ შეიძლება გადაწონოს. რა არის ბედნიერება? ამ შეკითხვაზე ყველას საკუთარი პასუხი აქვს, ის ყველასათვის ინდივიდუალურია. ბედნიერებაა, როდესაც ყოველ დილით მზის ამოსვლას უცქერ, ყოველ ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ბედნიერებაა, როდესაც სუნთქავ და თავად ხდები მომწმე როგორ იბადება ახალი სიცოცხლე. ბედნიერებაა, როდესაც გიყვრას და ბედნიერებაა, როდესაც სიყვარულის ობიექტი თავად ხდები. ბედნიერებაა, როდესაც იღიმი და ბედნიერებაა, როდესაც ტირი სიხარულისაგან. ბედნიერებაა, როდესაც შენ შეგიძლია განიცადო და იგრძნო, რომ ცოცხალი ხარ. აი ასე ადამიანები სასწაულის მომსწრე ყოველდღე ვხდებით, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვულებრივ ამბადაა ქცეული. თუ ამ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ მივხვდებით, რომ არასოდეს უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან ყოველდღიურად სასწაული ჩვენ თვალწინ ხდება. ჩემთვის ბედნიერება იყო ჩემი ახლანდელი რესპოდენტის ანა მაზანიშვილის გაცნობა. ამ ქალბატონმა მძიმე დაავადება –მკერდის სიმსივნე გადაიტანა (დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ) მე გამაკვირვა მისმა სიცოცხლის უნარიოანობამ, ეს ქალბატონი დადის და ირგვლივ სიცოცხლეს აფრქვევს. სიციცხლეს აფრქვევს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ის ეხმარება სხვა ქალბატონებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში. ის დგას სხვათა სიცოცხლის სადარაჯოზე და ამ სიცოცხლისათვის დაუღალავად იბრძვის, მისი ეს ბრძოლა კი საოცრად გულწრფელია. როდესაც ამ ქალბატონს შევხვდი თავიდან შემიყვარდა სიცოცხლე, მივხვდი, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია მთავარია არასოდეს დაკარგო რწმენა. სიმართლე გითხრათ ასე სიცოცხლეზე შეყვარებული ადამინი, ალბათ არც არასოდეს მინახავს. მას გულთან ახლოს მიაქვს თითოეული პაციენტის პრობლემა და ისე განიცდის როგორც საკუთარს. მიუხედავად იმისა, რომ მე ჯანმრთელოსბის მსგავსი პრობლემა არ მაქვს, ეს ქალბატონი მაინც გახდა ჩემთვის სიცოცხლის მოტივაცია და ზუსტად მივხვდი, რომ ამასვე განიცდის მისი ყველა პაციენტი. ამ ქალბატონისაგან უსაზღვრო სითბო იღვრება, სითბო რომელიც მთელს სხეულს გითბობს. მასზე დაუსრულებლად ჩემიძლია ვისაუბრო, რადგან უსაზღვროა მისი სიკეთე და სიყვარული სხვა ადამიანებისათვის. „თბილისი თაიმსის“ რესპონდენტი „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილია.
წლების განმავლობაში მქონდა კვანძები, ჩვეულებრივი სტანდარტული ფიბდროადენომა, რომელიც ქალბატონების დიდ პროცენტს აქვს. 6 თვეში ერთხელ დავდიოდი შემოწმებაზე. 2012 წელს ჩემმა ექოსკოპისტმა მითხრა, რომ მოხდა ამ კვანძების გადაგვარება და აღმომაჩნდა სიმსივნის ნიშნები. ამის შემდეგ ჩავიტარე ბიოფსია და დადასტურდა, რომ მკერდის სიმსივნე მქონდა. მაქვს ჩატარებული ორმხრივი მასტექტომია, (ქირურგიული ოპერაცია: მკერდის მოკვეთა.) რთული ოპერაცია გადავაიტანე, ამიტომ ხშირად მიწევდა კლინიკაში გადახვევებზე სიარული, სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი, რომ ატირებულ პაციენტებს როგორმე დავხმარებოდი. გავბედე და მივედი ერთ მათგანთან, გავესაუბრე და ვუთხარი, რომ ყველაფერი მქონდა გამოცდილი, რასაც ახლა ისინი განიცდიდნენ. გარეგნულად საერთოდ არ ვიმჩნევდი არც ტკივილს , არც დისკომფორტს, ისინი მუდამ გაღიმებულს მხედავდნენ და ხვდებოდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა არ დამიკარგავს სიცოცხლის ხალისი და თავადაც იმედი ეძლეოდათ. ამ დროს ვიგრძენი გარკვეული პასუხსიმგებლობა, რომ ამ ადამიანებისათვის როგორმე ტკივილი შემემსუბუქებინა. ერთმა ქალბატონმა მიამბო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ შესახებ და მითხრა, რომ რასაც მე ვაკეთებდი სწორედ ეს იყო ამ ორგანიზაციის მისიაც. ასე აღმოვჩნდი ორგანიზაციაში და მათი ერთიანი ოჯახის წევრი გავხდი. 2013 წლის დეკემრიდან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ვარ. „ევროპა დონა საქართველო“ არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის შვილობილი, ეს ორგანიზაცია არის წარმოდგენილი 47 ქვეყანაში, სადაც პაციენტები არიან პაციენტებისათვის. ორგანიზაციის მისიაა: პაციენეტებს აღმოუჩინონ ფსიქოლოგიური დახმარება, დაუბრუნონ სიცოცხლის ხალისი, გაწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ა.შ. ასევე საზოგადოების ინფორმირებას უწყობენს ხელს. ურჩევენ, რომ დრულად მივიდნენ ექიმთან, თავის დროზე ჩაიტარონ გამოკვლევები… დროულად აღმოჩენილი პრობლემა გაცილებით ადვილად მოგვარებადია.
მეც პაციენტი ვარ და ვიცი, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ დდი ფინანსური პრობლემაცაა. ონკოლოგიური პაციენტები დიდი ხარჯების წინაშე დგანან და ძალიან ცოტას თუ აქვს საშუალება მკურნალობის კურსი ბოლომდე ჩაიტაროს. მკერდის კიბო განაჩენი არ არის თუ სრულფასოვან მკურნალობას იტარებ. ჯანდაცვა გარკვეულ ხარჯებს ფარავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან არის ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებსაც დაზღვევა არ ფარავს. ჩვენ გვაქვს ფონდი და გვსურს, რომ გარკვეული თანხის აკუმულირება მოხდეს ამ ფონდში. ამ ეტაპზე არც თუ ისე დიდი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაებმება და ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას. ახლა მცირე თანხით ხან კვლევებს ვუფინანსებთ პაციენტებს, ხან მედიკამენტებს ვყიდულობთ, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოსაგან. ჩვენ თავიდანვე აქცენტი გავაკეთეთ პრეპარატ–ჰერცეპტინზე. ეს არის „დამიზნებითი თერაპიის“ პრეპარატი და ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ „დამიზნებითი თერაპიის“ შესახებ. ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა 20-25 პროცენტს აუცილებლად ესაჭიროება ეგრეთწოდებული „დამიზნებითი თერაპია“, კერძოდ ჰერცეპინით, საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობა (ერთ ფლაკონი 5400 ლარია, კურსი თითქმის 100 000 ლარი ჯდება), რომელიც სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება. “დამიზნებითი თერაპიის“ პრეპარატები უშუალოდ სიმსივნის უჯრედებზე ზემოქმედებენ და ანადგურებენ . 4 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ საინფრორმაციო კამპანია, „დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობა ყველასათვის,“ გვინდოდა, რომ საზოგადეობის ყველა ფენისათვის და სახელწიფოსათვისაც მიგვეწოდებონა ინფორმაცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პრეპარატის დაფინანსება, რათა შევძლოთ რაც შეიძლება მეტი ქალბატონის სიცოცხლის შენარჩუნება.
„ევროპა დონას“ სხვადასვა ქვეყნის წარმომადგენლები ვმართავთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას… ვინტერესდებით მათი მუშაობის სტილით, გვსურს ჩვენც გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ჩვენი პრობლემები მათთვის გაუგებარია, რადგან იგივე ჰერცეპტინს იქ სახელმწიფო აფინანსებს. იმ ქვეყნებში არც პროთეზის პრობლემა აქვთ. როდესაც ხდება მკერდის მოკვეთა, ქალი ფატობრივად კარგავს ორგანოს. ჩვენ ქვეყანაში პროთეზი ძვირი ღირს. გაგიკვირდებათ და ჩვეთან ხარისხიანი პარიკების პრობლემაც კი არსებობს. ჩვენი ევროპელი მეგობრები ვერ ხვდებიან როგორ შეიძლება ქალბატონებს სელის თესლი, თივა ან წიწიბურა ჰქონდეთ გამოკრული მიტკლის ნაჭერში და ის ედოთ მკერდის პროთეზის ნაცვლად. საქარველოში ონკოპლასტიკა განიხილება როგორც პლასტიკა და არ ფინანსდება, საზღვარგარეთ კი ონკოპლასტიკას განიხილავენ როგორც ჩვეულებრივ აღდგენას, ეს არის ჩვეულებრივი პროთეზირება, ანუ მოკვეთილი ორგანოს ჩანაცვლება ხდება სილიკონით. ქალბატონებს უნდა ქონდეთ არჩევანის საშუალება და სურვილის შემთხვევაში აღდგენა უნდა გკეთდეს. მკურნალობის ჩატარების შემდეგ პაციენტები უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ყველა ქალბატონს უჩნდება სურვილი კვლავ გახდეს სრულყოფილი. ეს კი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ხალხი, რომელიც 200–300 ლარიან წამალს ვერ ყიდულობს, რა თქმა უნდა, პროთეზს ვერ შეიძენს და მითუმეტეს რამდენიმე ათასიან მკერდის აღდგენის ოპერაციას ვერ გაიკეთებს. იმედია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ სახელმწიფოსთან ერთად.
ჩვენ ქალები ვიღაცის შვილები, დები, დედები, მეუღლეები ვართ, ჩვენ საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი ვართ. ჩვენც გვაქვს არსებობისა და სიცოცხლის უფლება და რატომ უნდა გვქონდეს მე ამაზე რაიმე შეზღუდვა? ჩვენი უფლებაა ჩავიტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა და ამაში სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. ჩვენ ერთგვარად უნარშეზღუდული ქალებიც ვართ, ოპერაციის შემდეგ, როდესაც ხდება ლიმფური კვანძების ამოღება, აღარ შეგვიძლია შეგვიძლია ხელის ბოლომდე აწევა, ხელი ვერ უძლებს პატარა დატვირთვასაც კი, შუპდება და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭიროა სპეციალურად ადაფტირებული სამუშაო გარემო. ასე, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ჩასატარებელი.
ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ორგანიზაცია კიდევ უფრო მომძლავრდეს. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას სხვადასხვა აქციებით და ღონისძიებებით, მაგალითად, მარიამ ნაჭყებია, ოთარ ჯორჯიკია და მათი მეგობრები რამდენიმე თვეში ერთხელ გვიკეთებენ კონცერტს. ეს ჩემი პაციენტებისათვის იმხელა სიამოვნებაა, უდიდესი პოზიტივი, რომელიც ძალიან გვჭირდება. გვქონდა ფოტოსესია, სადაც ანი მიროტაძე, ნატო მეტონიძე, თამთა დემურიშვილი, ნიო სურგულაძე, თინათინ მაღალაშვილი და თიკა თინიკაშვილი „კიკალა სტუდიომ“ გადაიღო ჩვემს პაციენტებთან ერთად, ეს ბილბორდები განთავსდა „გალფის“ ბენზოგასამართ სადგურებზე. დიდი მადლობა მამუკა კიკალიშვილს, რომელმაც უსასყიდლოდ იმუშავა და ძალიან კარგი ფოტოები გაგვიკეთა და დიდი მადლობა „გალფს“, რომ ამ სახით გამოხატა თანადგომა. ასევე ახლახანს ანიტა რაჭველიშვილა ჩვენთვის გამართა საქველმოქმედო კონცერტი, ეს იყო ნიჭისა და კეთილშობილების ზეიმი. უკვე ორჯერ გამოვედით პოდიუმზე. პირველად „ზენკას და მარის“ კაბები წარმოვადგინეთ პაციენტებმა, აქედან 2 ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა იმჟამად. 2014 წლის 2 ნოემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ ოპერის მომღერლებმა მოგვიძღვნეს ულამაზესი საღამო და თინათინ მაღალაშვილის საღამოს კაბები წარვადგინეთ პაციენტებმა, აქედან 4 მათგანი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ზოგიერთი უთმოდ გამოვიდა პოდიუმზე. ეს იყო ძალიან ემოციური, ძალიან ლამაზი საღამო. ქალბატონები სიცოცხლეს ასხივებდნენ, პოზიტივი ჩვენს მკურნალობაში ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია. ყველაფერი ადამიანთა ფსიქოლოგიაზე დამოკიდებული და როდესაც შენ მიმართული ხარ ამ დაავადების დასამარცხებლად, აუცილებლად შეძლებ ამას. საღამოები, რომლებიც კეთდება ჩვენი პაციენტების დასახმარებლად ყოველთვის არის თითო ნაბიჯი მათი სიცოცხლის გასალამაზებლად, მათი აქტიური ცოვრებისათვის. სიკეთე გადამდებია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით ჩვენ ვეხმარებით პაციენტებს. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვერდში გვიდგას და გვეხმარება.
მაქვს ინიციატივა და განცხადებით მივმართე სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებას. ვფიქრობ კარგი იქნება თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მაინც ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აქციაში. ამ ადამიანების ხელფასიდან ყოველწლთვიურად ჩამოიჭრას 1 ლარი და გადაირიცხოს ამ ქალბატონების დასახმარებლად. თითოეულისათვის წელიწადში ეს მხოლოდ 12 ლარი გამოვა, ამ ქალბატონებისათვის კი მნიშვნელოვანი თანხა შეგროვდება (მხოლოდ გამოკვლევები, რომელიც ჩვენ 6 თვეში ერთხელ გვჭირდება დაახლოენით 1000 ლარი ჯდება). ჯერჯერობით ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდება.
ჩემს ორგანიზაციას წარმომადგენელი ყავს ევროპარლამეტში და იქ ყოველწლიურად კეთდება მოხსენება, ჩატარებული სამუშაოს შესახებ. მაგალითად საფრანგეთის და კვიპროსის „ევროპა დონას“ როდესაც პრობლემები ქონდა, ჩვენმა წარმომადგენლემა მათი პრობლემები ევროპარლამეტში გაახმოვანა. მე მინდა, ევროპელებს დავანახო, რომ ადამიანის სიცოცხლის სამსახურში დგას სახელმწიფო, რომ ჩვენს ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯები იდგმება ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში
რაც შეეხება სტატისტიკას, ქვეყანაში არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, მოგახსენებთ დაახლოებით მონაცემებს. ყოველწლიურად დაახლოებით 1400 ახალი შემთხვევა ვლინდება, აქედან დაახლოებით 900 ლეტალური დასასრულით. ზოგადად ეს დაავადება, სიმსივნებს შორის ყველაზე ხშირად ხდება ქალბატონების გარდაცვალების მიზეზი. ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და ა.შ გარკვეულ პროცენტს აფინანსებს სახელწიფო, თუმცა ბოლომდე ამ თემას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შვილებს გადავურჩინოთ დედები.
ახალგზარდა გოგოებმა და რა თქმა უნდა, არა მარტო ახლაგაზრდებმა (მყვას ყველა ასაკის ქალბატონი 78 წლის ჩათვლით) აუცილებლად უნდა იცოცხლონ. ყოველთვის ვამბობ, რომ უკან ვერ დავიხევ, ჩემ თავს არ მივცემ ამის უფლებას. ჩემს უკან უამრავი ადამიანია, რომლებიც იმედით მიყურებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი სიცოცხლის სადარაჯოზე დგას როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოება. დიდი ფუფუნებაა, როდესაც ქვეყანაში არსებობს სკრინინგის პროგრამა და გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ქალბატონებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასოდ. ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებამ, შესაძლებელი გახადა, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე დადგინდეს. მკერდის კობო ძალიან გაახალგაზრდავადა. სამწუხაროდ გვყავს 22, 23, 26 …40 წლამდე პაციენტები, ამიტომ მოსახლეობაში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ დროულად მივიდნენ ექიმთან, რათა შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.
ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადახარშვა. ძალიან რთულია შენ თავს უთხრა, რომ სხეულში ჩაგისახლდა სიკვდილი და უნდა იპოვო ძალა, რომ გახდე სიკვდილზე ძლიერი. მყავდა პაციენტი ნინი ვარდიაშვილი 32 წლის 4 შვილის დედა, ჩემი ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ გავიცანი ნინი. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა, თვალები ქონდა სასწაულად მეტყველი. მინდოდა მენუგეშებინა, მეთქვა, რომ მეც იგივე ოპერაცია მქონდა ჩატარებული და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ნინის ცოტა შორს წასული პროცესი ქონდა. მაშინ უმცროსი შვილი 3 თვის ყავდა, მითხრა: „სიცოცხლე ისე მიყვარს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვიცოცხლო.“ 2 წლის გამავლობაში საოცარი შემართებით იყო.ნინი ჩემი პირველი მოტივაცია იყო, იმის საკეთებლად რასაც დღეს ვაკეთებ.
ექიმის ფაქტორი, რა თქმა უნდა, გამსაზღვრელია, ძალიან ძლიერი ექიმები გვყავს, რომელთაც ვანდობთ სიცოცხლეს. ჩემი ექიმები, გიორგი ძაგნიძე, ნინო ქართველიშვილი, თინიკო დუნდუა, საოცარი ადამიანები, პროფესიონალები, გულისხმიერები არიან. დიდი მადლობა მათ, რომ ასე ზრუნავენ თითოეულ ჩვენგანზე და ყველაზე მძიმე პერიოდს ჩვენთან ერთად გადიან.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი გამოცდილი და დაძლეული აქვს, შენშიც ჩნდება იმედი, მან თუ შეძლო, მეც შევძლებ. ქიმიოთერაპიის დროს ადამიანები ვარდებიან უძლურებაში და გონიათ, რომ ეს ყველაფრის დასასრულია. სინამდვილეში კი, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან განსაცდელში, ქიმიოთერაპიის კაბინეტებში უნდა იყოს ბროშურები, სადაც პაციენტები ამოიკითხვენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და მომზადებულები შეხვდებიან მკურნალობის საკმაოდ რთულ ეტაპს. უმნიშვნელოვანესია ოჯახის ფაცტორიც. ჩემი მეუღლე დიაგნოზის დასმის წუთიდან გვერდიდან არ მომშორებია, არ მტოვებდა მარტო, რომ ნეგატივზე არ მეფიქრა, ჩემზე მეტად განიცდიდა ამ ყველაფერს, ახლაც თუ კი რამეს ვაკეთებ მისი დიდი დამსახურებაა. ოჯახი და მეგობრები ძალიან დიდი ძალაა, რომელიც ყველანაირ სირთულეს დაგაძლევინებს. ჩვენი აქტივობები იმისთვისაა, რომ პაციენტებმა იგრძნონ ბედნიერად თავი. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო ქონდეთ ნეგატივზე საფიქრელად. საკუთარ თავთან მარტო როდესაც ვრჩებით, რა თქმა უნდა, მაშინ სულ სხვა ფიქრები გვაწუხებს. ჩვენი ცხოვრება გავს ქვიშის საათს, ძალიან სწრაფად იყრება ქვიშა, მაგრამ ზემოთ ვერ ვხედავთ რამდენი დაგვრჩა. მე კი მინდა, რომ დრო, რაც დამრჩა ნაყოფიერი იყოს, მთავარი პრინციპია დიდი ილიას სტყვები: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
ჩვენი ორგანიზაციას ერთი დიდი ოჯახია, ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში. ქალბატონებს ვინც ამ ვერაგ დაავადებას ებრძვის, ვინც ახლა დგას ამ ურთულეს გზაზე მინდა ვუთრა, რომ დიაგნოზის, დისკომფორტიის და ყველა სირთულის მიუხედავად ცხოვრება გრძლედება.
მთავარია შენში მონახო ძალა და თვალი გაუსწორო მომავალს. მიზნად დავისახოთ ამ დაავადების დაძლევა და გარწმუნებთ ყველაფერი გამოგვივა, მთავარი სამიზნე ხომ სიცოცხლეა და ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე