6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” “ბარსელონამ” 3:1 აჯობა ტურინის “იუვენტუსს” და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა.
თბილისში, უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
სუპერთასზე საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან ისეთი საფეხბურთო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ნეიმარი, სუარესი, ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე და სხვები.
თბილისი ასეთი მასშტაბის საფეხბურთო შეხვედრას პირველად მასპინძლობს.