ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია მაესტროში მონაკოში ვიზიტზე და მის შედეგებზე ისაუბრა. მონაკოში ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველო წარადგინა. ის საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების მიერ საქართველოში წლის მეწარმედ დასახელდა და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდა.
მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტმა კითხვა საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის თაობაზე დაუსვეს, თუ რა პოზიცია ჰქონდა მას: ” ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს. თუმცა, იქნება თუ არა ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, ეს არის ქართული ეკონომიკის ქვაკუთხედი. ზოგადად, სად იქნება საბანკო ზედამხედველობა, ეროვნულ ბანკში, თუ ეროვნული ბანკის გარეთ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული. გარდა ამისა, კანონდამცველებმა უნდა მოგვცენ გარანტია, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და ახალი ეტაპი. ამან ხელი უნდა შეუწყოს საბანკო სისტემას და მთლიანად ეკონომიკას” – განაცხადა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ
The Tbilisi Times