ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას. როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერის პეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.