დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.
როგორც ნარმანიამ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან გაქცეული ცხოველების დაკავების მიზნით ღონისძიებაში.
“შესაბამისი სამსახურები, მათ შორის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, ასევე სამაშველო სამსახური სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეული ცხოველების დაჭერის მიზნით მუშაობენ, რამდენიმე ცხოველი დაჭერილია, მაგრამ მოვუწოდებ მოსახლეობას, მოერიდონ, მიმდებარე ტერიტორიას”, – განაცხადა ნარმანიამ.
საგანგებო შტაბის სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ცხოველების დაკავების პროცესში პატრულთან ერთად ჩართულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მინისტრის თქმით, მოხდა რამდენიმე ცხოველის დაძინება და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებს მოუწიათ ლიკვიდაცია.