სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას წალენჯიხიდან ჩამოსული მრევლიც დაესწრება.
წალენჯიხელების სახელზე დაიწერა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ღამის 12:00 საათზე წალენჯიხიდან წააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამებაში დააბრძანეს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს.
სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-6 კვირის ხუთშაბათს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მაცხოვარი გამოეცხადათ და შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე სულიწმიდას მოუვლენდა.
მაცხოვარმა უბრძანა მოწაფეებს, იერუსალიმი არ დაეტოვებინათ.
ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე გაიყვანა, სადაც შეკრებილნი აკურთხა.
ამ დროს ის თანდათან დასცილდა მათ და ზეცაში ამაღლდა.
13.06.13