ამერიკული ბიზნეს გამოცემა Business Insider-ი ერთ-ერთი საინტერესო კვლევის შედეგებს ავრცელებს. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციამ ჩაატარა, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის განსხვავება სრულ განაკვეთზე 78%-ია.
მსგავს განსხვავებას სოციოლოგები შემდეგი ტერმინით ახასიათებენ, ეს არის, ე.წ „ანაზღაურების უფსკრული“, რომელიც არ შეცვლილა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ამ კვლევას არ ენდობა ამერიკის შეერთებული შტატების აღწერისა და სტატისტიკის ბიურო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ე.წ „ანაზღაურების უფსკრულის“ უკეთ გამოძიება. კვლევა შემდეგნაირად ჩატარდა, ბიურომ შეადარა მამაკაცთა და ქალთა სრული განაკვეთის ხელფასი 342 პროფესიაში.
Washington Post-ში დაიბეჭდა ამ კვლევის ანგარიში, რომლის ავტორიც კატერინა რამპელია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 342 პროფესიიდან ქალები მამაკაცებზე მეტს, მხოლოდ 9 მათგანში გამოიმუშავებენ.
დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევდა, რომ ამ ცხრა საქმიანობაშიც კი, ქალების ანაზღაურება მამაკაცებისას მცირედით აღემატება. სამაგიეროდ, მამაკაცების ანაზღაურება დიდად აღემატება ქალებისას.
შემდეგი გრაფიკი სწორედ, რამდენიმე ასეთი მაგალითის ილუსტრაციაა.
გრაფიკაზე ასახული განსხვავებების სტანდარტული ახსნა შემდეგია: მიზეზი იმისა, რომ, დღესდღეობით, არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის ანაზღაურების უფსკრული, არის ის, რომ ქალები თავად ირჩევენ დაბალანაზღაურებად, ალტრუისტულ პროფესიებს, ისეთებს როგორიცაა ძიძობას, მასწავლებლობას და სხვა არამომგებიან საქმიანობებს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მუდმივად განაგრძობენ მომგებიან და ნაკლებად ალტრუისტული კარიერის ძიებას.
ეს მონაცემები თავად გვიჩვენებს ზემოთხსენებული არგუმენტის სისუსტეს. ფსიქოლოგები და სოციოლოგები წერენ, რომ ქალები უფრო ნაკლებად მოქნილები არიან,ვიდრე კაცები.
რა განსაზღვრავს მოქნილობას? – ალბათ უფრო დრო-წერს ჰარვარდის ეკონომისტი კლაუდია გოლდინი. მისი თქმით, ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ანაწილებენ დროს, დროის განაწილება შეიძლება იყოს ბუნებრივად ან ხელოვნურად ინიცირებული.
ქალების შემთხვევაში ეს ყველაფერი შემდეგნაირადაა: ისინი არჩევენ ან უწევთ აირჩიონ ბავშვები და მათთან გაატარონ მეტი დრო, მამაკაცებს კი ყოველგვარი სხვა ძალების გარეშე, მათი გენდერული მიკუთვნებულობიდან გამომდინარე, უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი. ისინი დროს უკეთესი სამსახურის ძიებაში ატარებენ.
ხშირად, სვამენ კითხვას თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? – პრობლემა ამ შემთხვევაში,რა თქმა უნდა, არა ბავშვი,არამედ მოვალეობის გადანაწილებაა. ამერიკელი სოციოლოგები მიუთითებენ, რომ აუცილებელია როგორც ქალს აქვს დეკრეტული შვებულება, ისე მამაკაცსაც ჰქონდეს ე.წ „მამობის შვებულება“.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქალები ნაკლებად მიდიან მოლაპარაკებებზე ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ეს ცოტა ბუნდოვანი საკითხი შემდეგნაირად შეგვიძლია გავშალოთ, ამერიკელი სოციოლოგების თქმით, ქალები მათ პროფესიონალიზმთან შედარებით, უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ნაკლებად „ვაჭრობენ“ ანაზღაურებაზე. მამაკაცები კი პირიქით, მათ უყვართ საკუთარი თავის წარმოჩენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარს აკეთებს ფორბსთან, სტენფორდის მართვის პროფესორი მარგარეტ ნეილი. ის ამბობს, რომ ქალების ეს „ნაბიჯები“ (საუბარია ნაკლებ მოლაპარაკებებზე ხელფასთან დაკავშირებით) გამოწვეულია იმით, რომ მათ სურთ საკუთარი შესაძლებლობები დამსაქმებელს დროთა განმავლობაში დაანახვონ. ისინი ფიქრობენ, რომ დროის გასვლის შემდეგ ხელფასი მოემატებათ სამართლიანად. მაგალითისთვის, ერთსა და იმავე სასტარტო პირობებში ქალი იღებს ასი ათას აშშ დოლარს, როცა იმავეში მამაკაცს აქვს ას შვიდი ათასი აშშ დოლარი. ამის მიზეზია ის, რომ ქალებს „არ უღირთ“ ეს შვიდი ათასი დოლარი საკუთარი „რეპუტაციის შელახვად“ – ვაი, და არ იყვნენ პროდუქტიულნი?!
კვლევის ავტორების თქმით, ეს ამ საკითხის ძალიან ცუდი ანალიზია. ისინი ციფრებს „გვაშველებენ“ და წერენ, წარმოიდგინეთ თქვენ და თქვენი კოლეგა მამაკაცი ერთსა და იმავე პოზიციაზე, განსხვავებული ხელფასებით. მას ას შვიდი ათასი აშშ დოლარი აქვს ყოველწლიური ხელფასი, თქვენ კი მხოლოდ ასი ათასი. გამოვა ,რომ მომავალი 35 წლის შედეგებით, თქვენ დაახლოებით, 8 სამუშაო წლით უფრო მეტი დრო დაგჭირდათ, რომ გეცხოვრათ უზრუნველად და დაგეგროვებინათ საჭირო თანხა, ვიდრე თქვენს კოლეგას. ქალბატონ მარგარეტს კითხვას შემდეგნაირად უბრუნებენ, ნუთუ ახლაც არ ღირს შვიდი ათასი ქალების რეპუტაციად ? – მაგრამ ამ კითხვამდე ჯობია ვკითხოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის რვა გაფანტული წელი?
ამერიკელი სოციოლოგები წერენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება თითოეულმა სახელმწიფომ ამ პროცესების გენდერულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა დაიწყოს. მათ უნდა შეეცადონ, რომ ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება.
აღნიშნული მეთოდოლოგიის შესწავლა და განზოგადება საშუალებას იძლევა, შემუშავებული იქნეს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალის რესოციალიზაციას, საზოგადოებაში მისი როლისა და სტატუსის ამაღლებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას.
კაცობრიობა ქალებისა და კაცებისაგან შედგება. საზოგადოებაში მათ სხვადასხვა ადგილი უკავიათ და განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ, რაც ამა თუ იმ სა ზოგადოების განვითარების დონით არის განპირობებული. სქესთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის გარეშე კი შეუძლებელია ადამიანისა და საზოგადოების კომპლექსური შესწავლა.
წყარო: www.BusinessInsider.com
თემაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე