საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული სვანიძის ქუჩა მოინახულა.
როგორც ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველომ მიიღო მხარდაჭერის, სოლიდარობისა და თანადგომის გზავნილები სტიქიის პირველივე წუთებიდან.
“ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს დონორ სააგენტოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ასევე ფინანსთა სამინისტროს შტაბის გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შეხვედრა, რათა კონკრეტული ზარალის თაობაზე მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენი ამოცანა იქნება ზარალის შესაბამისად მოვახდინოთ ფინანსების მობილიზება”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე გახსნილია საერთაშორისო ანგარიში.