უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილში უზბეკეთის პირველი პირი საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
“ძალიან დამამწუხრა მიღებულმა შეტყობინებამ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს” – ნათქვამია წერილში.