საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთულ დღეებში ურთიერთანადგომა და კონსოლიდირება მოვახდინეთ.
თბილისში მომხდარ სტიქიას ივანიშვილი დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია “მოქალაქის” ახალ პროექტთან – “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად” დაკავშირებით მიმდნარე შეხვედრაზე გამოეხმაურა.
“საქართველოს ჰქონდა რთული დღეები, მადლობას ვუხდი მოხალისეებს. ის, რაც მათ გააკეთეს, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს კარგი მომავალი. დავინახე როგორი კონსოლიდაცია შეუძლია ერს და მნიშვნელოვანია ასეთ დღეებში გაერთიანება და თანადგომა. საქართველოს მომავალი ამ მტკიცე ხელში გადის,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.