ახალგაზრდობა – ამ სიტყვამ ჩვენს ქალაქში ახლა სულ სხვაგვარი დატვირთვა შეიძინა. ამ სიტყვის გაგონებაზე ახლა ალბათ თითოეული ქართველოს გული სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ივსება. ხშირად დამიწერია ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდებზე, იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს უამრავი ახლაგაზრადა, რომლითაც შეუძლია იამაყოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ რაც მოხდა, სტიქიას ვგულისხმობ, ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ უმძიმეს პერიოდში ახალგაზრდებმა არა მხოლოდ ნიჭიერება ანახეს საზოგადოებას, არამედ ანახეს თუ როგორ შეუძლიათ ერთმანეთისა და საკუთარი სამშობლოს გვერდში დგომა. ვანახეთ საკუთარი ძალა, ძალა რომელმაც სტიქიასაც კი აჯობა. კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება იმისა, თუ რა ძალას წარმოადგენს ახალგაზრდობა. „თბილისი თაიმსი“ კი კვლავ აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას. ახალგაზრდებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის იბრძვიან. ამჯერად ჩვენ პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენს, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სხვადასხვა მოდელირებების, სიმულაციური თამაშების მონაწილესა და გამარჯვებულს, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის ისტორიის კომიტეტის ხელმძღვანელს – გიორგი რუსიას ვესაუბრეთ. ის ჯერ მეორე კურსზეა, მაგრამ შეძლო საკუთარი საქმით დაემტკიცებინა ქვეყნის სიყვარული. სანამ თბილისის ტრაგედია მოხდებოდა, ჩვენ მანამდე ვესაუბრეთ გიორგის, ის საკუთარ ინტერვიუში სამოქალაქო საზოგადოებაზე, აქტიურ ახალგაზრდებზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. თითქოს მისი მოწოდება, რომ ახალგაზრდები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გამართლდა. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ასეთი ნიჭიერი, მიზანმიმართული, ერთ მუშტად შეკრული, მებრძოლი, მოტოვირებული… ახალგაზრდების წყალობით ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება წარმატებული და საიმედო.
ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალ-პოლიტიკურ ფაკულტეტეტზე, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით, ვარ მეორე კურსის სტუდენტი. ასევე, ვარ ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ დოქტრინას წევრი, ისტოორიის კომიტეტის ხელმძღვანელი. ჩვენ ვცდილობთ ისტრორიის პოპულარიზაციას, რადგან ვფიქრობთ, რომ ისტორიის ცოდნა ყველაზე მეტად გვეხმარება ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალდებულებებისა და მოვალეობების შეცნობაში. თანატოლებს ვაძლევთ საშუალებას გამოამჟღავნონ მათი შესაძლებლობები და გაიღრმავონ ცოდნა ისტორიის საკითხებში. ამ მხრივ, ვეხმარებით ყველა მიმართულებით, როგორც შეგვიძლია. თავად მე, როგორც სტუდენტი და ახლაგაზრდა, ვციდლობ ჩავერთო სხვადასვხა პროექტებში, მივიღო არაფორმალური განათლება შესაბამისი გამოცდილება, შევიძინო მნიშვნელოვანი სოციალური ბაზა, რაც დამეხმარება მომავლში პროფესიულ წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა ცოტა ხსნის წინ Young Diplomats’ Club of Georgia ინიციატივით ანაკლიაში ჩატარადა ისტორიული კრიზისების სიმულაცია-გენერალური ანსაბლეა 2015. პროექტი საკმაოდ საინტერესო და გამართული იყო, როგორც ორგანიზების, ასევე აკადემიური კუთხით. 170 დელეგატი განაწილებული იყო სხვადასხვა კომიტეტებში, რომლებიც წარმაოდგენდენ სხვადასსვხა კრიზისების დროს არსებულ გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელს. მაგალითად, კოსოსვოს კრიზისი (სწორედ ეს იყო ჩემი კომიტეტი და წარმოვაგდენდი რუსეთის ფედერაციას), უკრაინის კრიზისი, ინდოეთ-პაკისსტანი, ისარაელ-პალესტინის კომფლიქტი და სხვა. მაღალი კონკურეციის პიროებში გავიმარჯვე და გავხდი პროექტის საუკეთესო დელეგატი. როგორც პროექტის გამარჯვებული, უფასოდ გავემგზავრები საფრენგეთსა და გერმანიში. იქ პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევითდ და დიდი მადლობა გადავუხადო პროქტის საორგანიზაციო და აკადემიური გუნდის წევრებს, ასევე ყველა მონაწილე დელეგატს.
როგორ თვლით არიან თუ არა დღეს ახალგაზრდები აქტიურები?
ზოგადად ვთლი, რომ აუცილებია ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა არა მხოლოდ მსგავსი პროექტებში, არამედ ზოგადად სამოქალაქო ცხოვრებაში. ახალგაზრდობა იყო არის და იქნება საზოგადოების მამოძრავებელი ძალა, სწორედ ჩვენში არის ის მუხტი, რომელიც ასე საჭიროა სამოქალქო ცხოვრების გასააქტიურებლად. ის რაც ჩვენს გარშემო ხდება და არ მოგვწონს ჩვენ უნდა შევცვალოთ. ისედაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ინდეფერენტულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხშირად არაადეკვატურიც. ასევე, სამწუხაროა ისიც რომ ხშირად გარკვეული აქტიურობის მიღმა პოლიტკური ინტერესები იმალაება. მეცხრამტე საუკუნის საქრთველოში თერგდარეულთა თაობამ შექმენა სამოქლაქო აქტირუობის უზადო მოდელი. სწორედ ახალგაზრდობა იწყებდა ყველა ქვეყანში მნიშვნელოვან, თავისი იდეით რევოლუციურ მოძრაობებს. დღეს საქართველო საკამოდ მძიმე სიტუაციაშია. უამრავი სოციალური, ეკონომიკური პრობლემების გარდა, დარღვეუილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია პოლიტიკური ურთიერთბების დაწყება. ამიტომ, ჩვენმა თაობამ უნდა შეძლოს განავითაროს სახლახო დიპლომატია, არამარტო აფხაზებთან და ოსებთან, არამედ ისტორიულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველბთან, ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან. ქვეყნის განვითარება შეუძლებელია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება ახლაგაზრდობის გარეშე. ვფიქრობ ეს პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს თითოეულმა აზალგაზრდამ და იმოქმედოს შესაბამისად.
თქვენ თსუ–ის მეორე კურსის სტუდენტი ხართ, ასევე ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ დოქტრინის წევრი, ისტოორიის კომიტეტის ხელმძღვანელი, როგორ მოხვდით აქ და რას წარმოადგენს ეს კომიტეტი, რას საქმიანობს კონკრეტულად?
თავიდან დოქტრინას სურდა შექმნილიყო ისტორიის კომიტეტი, რომლის ძირითადი მიმრთულება იქნებოდა ისტორიის პოპულარიზაცია. მეც გასაუბრების შედეგად მოვხვდი ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზში. ისტორიის პოპულარიზაციის საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია, თავისი არსით ის გარკვეულ მოტივაციას უქმნის ადამიანს მძაფრად მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია გარკვეულ ერში, საზოგადოებში და ამით გაზარდოს სამოქალაქო პასუხსიმგებლობა მისი ქვეყნის წინაშე. სამწუხარად, დღეს ამის პრობლემა საქართველოში რეალურად დგას. ისტორიის ინტერსის გარდა არსებობს სხვა პრობლემაც ადამიანები ისტორიული ფაქტების მნიშვნელობას ვერ ხედავენ, სათანადოდ ვერ ხდება მისი გააზრება, გაანალიზება და ისტორიას დოგამტური ფაქტების გროვად აღიქვამენ. რეალურად კი, სწორი ანალიზი არამარტო წარსულის ობიქტურ სურათს გვაძლევს, არამედ მიზეზ–შედეგობრივ ხაზებს ავლებს დღევანდელობასთან. წარსულს მოვყავართ აწმყოსთან. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი საქამიანობის ძირითადი მიმრთულება. გვაქვს რამდენიმე პროექტი, სადაც ვახერებთ ჩვენი ამოცანების გნხორციელებას. მაგალითად, საქართველსოს ისტორიის ანალიტიკსოთა დარბაზი – სადაც ახლაგაზრდებს საშუალება ექნებათ ანალიტიკური აზროვნებით განიხილონ ისტორიული ფაქტები და გამოიტანონ არგუმენტირუებული დასკვნები, ვატარებთ ოლიმპიადებს, ვახორციელებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევას. უახლოეს მომავალში გვექნება საკმაოდ საინტერესო “მრგვალი მაგიდა” საქართველოს სახელმწირო წყობილებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური მონარქიის აქცენტებს ვგულისხმობ. მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა მხარეები და იქნება დისკუსია მსჯელობა. ჩვენ, ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს წარვადგენთ. ასევე, ვამუშავებთ სხვადასხვა სამეცნიერო, პოპულარულ ისტორიულ მასალებს, ვაწვდით სტატიების სახით საზოგადოებას და სხვა. რაც ყვეალზე მნიშვნელოვანია ვცდილობთ მსგავს პროექტებში აღმოჩენილი სოციალური ბაზა არ დავკარგოთ და ჩვენი საქმის ირგვლივ გავერთიანდეთ.
თანამედროვე ისტორიაში ყველაზე აქტიური და მისაბაძი ახალგაზრდა ვინ გახსენდებათ?
თანამდროვე ისტორიაში უამრავი ახალგაზრდაა ან იყო, რომელმაც მისი აქტიური სამოქლაქო ცხოვრებით დიდ მოძრაობებს დაუდო სათავე. მაგალითად, ჩეხეთის რევოლუცია სტუდენტური მოძრაობის შედეგი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, ირანელი სტუდენტი აჰმად ბათები, რომელიც 1999 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატირმეს, მას ხელში პოლიციელის მიერ მოკლული მეგობრის სისხლიანი მაისური ეჭირა. სიკვდილით დასჯა 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ეს ადამიანი ირანში 22 წლის ასაკში დაიჭირეს, თეირანის კინოს ინსტიტუტის სტუდენტურ აჯანყებაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, სასტიკად აწამებდენ ციხეში, რომ მოენანიებინა და ხელი მოეწერა აღიარების ფურცელზე. ამით ყვეალფერი მორჩებოდა, მაგრამ კინოსტუდიის სტუდენტმა უდისესი მოთმინება გამოიჩნა. შემდეგ ჯანმრთელობის გაუარსების გამო დროებით გაათავისუფლეს. დიდი ბრიტანეთის სტუდენტურმა გაერთიანებამ საპატიო ვიცე-პრზედენტად აირჩიეს ბათები. მან, როგორც სტუდენტმა, საკუთრივ ირანშიც სტუდენტური შფოთვა გამოიწვია და მთელ მსოფლიოში ჰპოვა გამოხმაურება. ჩემთვის აჰამად ბათები ბოლო წლების სტუდენტური მოძრაობის დაუმორჩილებელი სულის ყველაზე კარგი მაგალითია.
გიორგი როგორ თვლით, დღეს რა აკლია ყველაზე მეტად ჩვენს მომავალ თაობას, რა არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა?
პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა და დალაგება. ახლაგზარდები ძალიან ხშირად მათ ენერგიას მათთვის სრულიად უსარგებლო საქმინობაში ხარჯავენ. გასაგებია, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ეფექტრუად ვმოქმედებთ და დროთა განმავლობაში დავსატბილურდებით, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელია ადრეულ ეტაპზეც განვსაზღვროთ რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის. ყველაზე მთავარია მოტივიაცია, მოტვივაცია უნდა ჰქონდეს აუცილებლად თითოეულ ახალგაზრდას. კიდევ ერთ პრობლემას გავუსვამდი ხაზს და ეს საზოგადოების პრობლემაა მთლიანად. სამწუხაროა, რომ არ გვაქვს თაობებს შორის კომუნიკაციის კარგი ტრადიცია. ეს უნდა მოინდომოს და გამოასწოროს როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსმა თაობამ. ისე, მეტ პასუხისმგებლობას ამ საკითხში უფრო უფროს თაობას დავაკისრებდი, ისინი უნდა იყვნენ ინიციატორები, რომ გამოზარდონ, ხელი შეუწყონ მომავალ თაობას და ის რაც საჭირო დაგროვილი ცოდნა გააჩნიათ გადასცენ ახალგაზრდებს, რომ მათ იგივე ეტაპების გავლა არ მოუწიოთ.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
ახლაგაზრდობას ვურჩევდი, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და არა პოლიტიკოსების. რელურად ჩვენ უნდა ვმართოთ მიმდინარე პროცესები, ნუ იქნებით ინდიფერენტულები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნვას, რომ ყველა პოლიტიკური ცხოვრებით დაკავდეს. პროცესებში ყვეალაფერი იგულისხმება. პირიქით, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ წლების განმავლობაში გამოიყენა ახალგაზრდული ძალა და ენთუზიაზმი. შემდგომ, ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს რა პროცესებში იყვნენ ცართული და ბევრი მათგანი ამით დაითრგუნა. შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ეს მისი პირადი არჩევანი უნდა იყოს და მოქმედების არეალიც საკუტარი შეხედულებისამებრ უნდა განსაზღვროს. მე მეტ უპირატესობას ისეთ საზოგადოებრივ აქტიურობას, მივანიჭებდი, რომელიც არ იქნებოდა ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები უფრო მეტს შეძლებენ მომავალში უკეთესობისკენ შეცვალონ ჩვენი საზოგადოება და ქვეყანაც შესაბამისად.
ვიცით, რომ ხართ ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის ერთ-ერთი იდეის ავტორი. საუბარი მაქვს “სამოქალაქო ურთიერთობების კარი-თაობა”. რა ორგანიზაციაა, რა იდეა დევს და რა მიზნები აქვს? ეს ახალგაზრდული იინიციატივაა და მართლაც საინტერესო წამოწყებაა, თავისი არსით. თაობა მიზნად ისახავს ჩვენს სააზოგადოებაში სამოქალქო ცნობირებირს ამაღლებას, ჩვენში არსებული უძველესი დემოკრატიული ღირებულების განვითარებას, ასევე თანამედროვე გამომწვევის შესაბამისი ჯანსაღი სამოქალქო საზოგადოების ფორმირებას. ჩვენი ინიციტივა ხელს უწყობს თაობებს შორის კომუნიკაციას , ახლაგაზრდებს აძლევს საშუალებას გამოიმუშავონ ის სპეციპიკური უნარ ჩვვევბი, რომელიც ასე საჭიროა პროფესიული კარიერის განვითარებაში. რაც მთავარია ახალგაზრდები ვცდილობთ ჯერ ჩვენ გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყყნის წინაშე, რეალურად კი საუბარია თაობებზე. გადა ამისა ვიქნებით ორიენტირებული, რომ აქ ჩვენს წიაღში საინტერესო ახალგაზრდები დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაიცნონ და უფრო გააძლიერონ ერთმანეთის შესაძლებლობები როგორც ცოდნით, – ისე ფიზიკურად და ყველა თვალსაზრისით. ჩემი სუბიექტური აზრით ყოველი თაობა უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს საკუთარი ქვეყნის წინაშე სამოქალქო პასუსიხსიმგებლობით. ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან ურთიერთობით და უფროს თაობასთან კომუნიკაციით, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტს შეძლებენ. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში არსებული საქმიანი ურთიერთბები კი არა მხოლოდ პფოესიული უნარარების ავითარებს , არამედ მკაფიოდ გვანხებს ჩვენს „ვალდებულებს„ და იმ პასუხისმგებლობას, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ისტორიულად ქართული საზოგადოების ფორმიმრების პროცეესში მკვიდრდებოდა ის ღირებულები და ფასეულობები, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით დღეს მიმზიდველად, მაგრამ უცხო ხილად გვეჩვენება, სწორედ ამგვარი ფასულობების პოპულარიზაციაა ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი ამოცანა რადგან აუცილებელია ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს საკუთარ საზოგადოებაში, წარსულში და ტრადიცებში დამალული განძი. თუ შეიძლება გაიხსენეთ საქართველოში სამოქალაქო აქტიურობის კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება საგულისხმო და საინტერესო იყოს. საქართველოს იტორიის მანძილზე არა ერთი სამოქალქო აქტიურობის მაგალით გვაქს. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე არსებული აჯანყებებიც კი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს სამქოალქო აქტიურობის გამოვლინებლად. განსაკუთრებით უტუ მიქავას ცნობილი ამბოხი. ამას გარდა, არსეობდა უამრავი საზოგადოებები, ასევე ერთჯერადი მოძრაობაბეი და ა. შ თუმცა, ილიასა და მისი დასის მიერ დაარსებული წერა-კითხვის გამამვრცელებელი საზოგადოება უდაოდ საუკეთესო მაგალითია ქართლი წარამატებული სამოქალაქო საზოგადოების აქტიოურობისა. მე არ დავიწყებ მათ ღუაწლზე საუბარს, თუმცა საგულისხმოა ის რომ დამოუკიდებლობა წარმთეულ ქვეყანაში, სადაც ცდილობდნენ ყოელ მხრივ შეევუიწროებინათ სამოქალქო აქოტივობის ნებისმიერი მცდლობა, თუ კი მასში ეროვნული შრტრიხები იმალებოდა, ამ ადამიანებმა მოახარეხეს ის, რომ მათი მოწადიენებით ჩვენ არა მარტო საკუთარი ენა გადავარჩინეთ და ერს განათლების საშულება მიეცა, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით მოსახლეობა ქართული იდეისკენ დაირაზმა. წარმატებული დემოკრატიული ღიებულებით გაჯერებული ქართული იდეისკენ. ამიტომაც, მაგალითი უნდა ავიღთ მათგან და ჩვენ სადაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს დავრაზმოთ ჩვენი საზოგადოება ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებებით, საკუთარი ცხოვრების წესით, გულწრფელობით. – სავსე ქართული იდეისკენ.
თუ გაქვთ რაიმე ჰობი, გატაცება რომელსაც დიდი სიამოვნებით უთმობთ თავისუფალ დროს?
რაც შეეხება ჰობს, რაიმე მკაფიოდ გამოკვეთლი ჰობი არ მქონია, თუმცა შემიძლია რამდენიმე წამოწყება ვახსენო , ადრე ვცეკვადი და ლექსებს ვწერდი სხვათაშორის დღესაც იშვითად მაგრამ მაინც ვუბრუნდები ხოლმე ჩემს ძველ „საქმიანობას:. შემდეგ გატაცბული ვიყავი დასარტყამი ინსტრუმენტებით ძირითადად დარბუკა და აფრიკული ტამტამი. უკანსაკნელ პერიოდში კი ე./წ „ბოლო ზარის“ სცენარებს ვწერდი. თუმცა, იმის მიუხედავად რომ მეც ვერთბოდი ამ უკანსკნელს მაინც უფრო კომერციული ხასიათ ჰქონდა ვიდრე ჰობი.
რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია, რომელიც წინსვლაში გეხმარებათ?
– საქმის მიმართ იდეური სიყავრული. მე რა პრობლემებთანაც მიწევს შეხება, იმ პრობლემებს მართლა განვიცდი და მას როგორც აუცილებელ სამუშაოს არ ვუყურებ. ყველა პრობლემა, რასაც ვეხები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც სიყავრულით ვშრომობ.
პ.ს 13 ივნისის მოხდა ტრაგდეია თბილსში და ყვეალფერი შეიცვალა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ყველა თბილსელს და საქართველოს მოქალაქეს. ვიზიარებთ იმ დიდ ტკივილის, რომელიც ჩვენმა დედაქალქამა გადაიტანა. ამ ტრაგედიის მიზეზებზე ნადვილად არ ვისაუბრებ. გეოლოგებმაც, არქიტექტორებმაც და სხვა ადამიანებმაც საკამრისად გამოთქვეს აზრები – ეს გარდაუალი კატასტროფა იყო თუ საპროექტო შეცდომის შედეეგი. გული მტკივა, როდესაც ტრაგედიის ფონზე ერთამენთზე გადაკიდებულ პოლიტიკოსებს ვხედავ და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც დროა და არც ადგილი პოლიტიკური სპეკულაციებისა, მაინც კინკლაობაში არიან. თუმცა, რადგან მე სამოქალქო აქტივობაზე ვსაუბრობდი, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოხალისეებს, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა. მათი შემყურე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ჭეშმარიტი აწმყო ქვეყნისა, რომელიც უკეთეს მომავალს გვიქადის. ვისურვებ, რომ ასეთი ერთიანები და აქტიურები ვიყოთ მუდამ.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე