გუშინ, ლუიზიანაში, ქალაქ გისმარში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე ახლაც გრძელდება ცეცხლის აღმოფხვრის სამუშაოები. ახლომდებარე ქალაქებიდან დამატებითი სახანძროები არის გამოყვანილი.
ქიმიური ქარხანა Williams Olefins ქალქის ცენტრიდან დაშორებით, სამრეწველო ზონაში მდებარეობს და პლასტმასს აწარმოებს.
ეს არ არის პირველი აფეთქება ამეკაში ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
17 აპრილს, ღამით ტეხასის ქალაქ უესტში, სასუქის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ამ აფეთქებამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200 ადამიანი დაშავდა. აფეთქების ტალღამ 150 სახლი გაანადგურა. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2,8 ათას ადამიანს შეადგენს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გეოლოგებს ის მიწისძვრაში აერია და მისი მაგნიტუდა 2,1 შეადგენდა.
14.06.13
ბელა არუთინოვი