კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას.
“მონიტორინგის ჯგუფი რომელიც რეგულარულად ამოწმებს მიკროავტობუსებს ხვალიდან გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება-გატარდება შესაბამისი სანქციები. 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება. 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა. 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას,” – აცხადებენ კომპანიაში.